დავით საყვარელიძე: სააკაშვილი დაბრუნდა, ჩვენი პარტია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ უკრაინის პოლიტიკური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობა” ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, დავით საყვარელიძემ საგენტო “აპოსტროფთან” ინტერვიუში განაცხადა

“ჩვენ არჩევნებში თავისუფალი მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება გვაქვს. ცვენ როგორც პარტიაგავალთ ამ არჩევნებზე და დავიცავთ იმ ფილოსოფიას და პროექტებს, რომელთა განხოციელებაც გსურს ჩვენ როგორც პოლიტიკურ ძალას”- თქვა დავით საყვარელიძემ.

კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს მათი პოლიტიკა უკრაინაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, საყვარელიძემ უპასუხა: “ჩვენ ვთვლით, რომ ეს სწორი სვლაა ზელენსკის მხრიდან, რადგან ეს უმაღლეს რადა უკვე ოთხი წელია, რაც არალეგიტიმურია”.

დავით საყვარელიძის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ამბიციები. მან ხაზი გაუსვა, რომ არ მიისწრაფვის რაიმე თანამდებობისკენ და თავის არჩევანში იქნებება ძალიან ფრთხილი.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტოის საიტზე გამოქვეყნდა ზელენსკის ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ.
ipress.ge.