გირჩში გაწევრიანებულები ვერ იქნებით ვერც ნათლიები, ვერც მეჯვარეები.

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე იმ ადამიანებს, რომლებიც “გირჩის” სასულიერო პირობას თანხმდებიან, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ფეისბუკპოსტით აფრთხილებს და სინანულისკენ მოუწოდებს:

“ჩემო ძვირფასებო !
გირჩის მღვდლობით ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ სამხედრო სამსახურს არიდებთ თავს.
თქვენ ამით თავს არიდებთ დედა ეკლესიას და ჰყიდით მას.
“გირჩი” არის ჩვეულებრივი სექტა, ამიტომაც მასში გაწევრიანებულ ყველა ადამიანს ეკრძალება ნებისმიერ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლება.
უფრო გარკვევით თუ ვიტყვით, თქვენ ვერ იქნებით ვერც ნათლიები, ვერც მეჯვარეები და ა.შ. 
გთხოვთ, შეინანეთ . . .
ნუ უღალატებთ საკუთარ ღირსებას” – წერს მამა თეიმურაზ ქორიძე.
Dogma.ge.