ხელისუფლება, ერთი მხრივ, ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულს აფუძნებს და, მეორე მხრივ, ჰომოსექსუალებს გეიაღლუმის ჩატარების გარანტიას აძლევს.

საღად მოაზროვნეთა შორის არ ჩანს თანამედროვე საქართველოს ბევრი ახალგაზრდა, რადგან, დიდებულ წინაპართაგან განსხვავებით, მათ, ხატოვნად თუ ვიტყვით, ბობოქარი თერგის კი არა, მდორე პოტომაკის წყალი აქვთ ნაყლაპი. წყალი, რომელიც თერგივით პატრიოტიზმს კი არა, ნეოლიბერალურ კოსმოპოლიტიზმს აღვივებს ახალგაზრდებში. ეს ჩემი ახირება რომ არ არის და ნამდვილად ასეა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გასულ 9 მაისს, დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღესასწაულზე. აქედან გამომდინარე ვაცნობიერებ, რომ ძნელია ამ სიბერეში ურაპატრიოტ, რუსოფობ თინეიჯერთა წყევლა-კრულვას შევუშვირო ჭაღარა თავი, მაგრამ რა გაეწყობა?! “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!”

“რუსეთი ოკუპანტია?” _ აი, კითხვა, რომელიც “აწუხებდა” გამარჯვების (ვაკის) პარკში მოსულ თინეიჯერ ჟურნალისტებს და, აქედან გამომდინარე, ქვეკითხვა _ “საბჭოთაკავშირზე ნოსტალგია გაქვთ?” და სხვა არაადეკვატური შეკითხვები. მართლაც რა შუაშია დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვება და სოხუმ-ცხინვალის ოკუპაცია, მით უმეტეს _ სსრკ-ის ნოსტალგია?..

სანამ ამ აბსურდულ კითხვებს ვუპასუხებდე, მცირე ისტორიული ექსკურსი:

რუსეთის იმპერიაში საქართველოს შესვლის პირველივე წლებში ლამის სრულად აღიკვეთა ლეკიანობა _ ჭირი, რომლის გამოც მე-18 საუკუნეში შეუძლებელი იყო ქართლ-კახეთის სამეფოში მშვიდი ცხოვრება. იმავეს თქმა დასავლეთ საქართველოზეც შეიძლება _ იმერეთის სამეფოში, გურია-ოდიშის სამთავროებში ლამის რუსეთის მოსვლისთანავე მყისიერად აღიკვეთა ტყვეთა სყიდვა. მოკლედ, ამერ-იმერმა საქართველომ შვებით ამოისუნთქა.

მიუხედავად ამისა, რუსების წინააღმდეგ არაერთი აჯანყება მოხდა. ამ ფაქტებზე აპელირება ნიშნის მოგებით ხშირად სჩვევიათ ვაიისტორიკოსებსა თუ ვუიპოლიტიკოსებს, რომლებიც რუს-ქართველთა თანაცხოვრებაში მხოლოდ ცუდს ხედავენ და არ სურთ იმის აღიარება, რომ ბევრი აჯანყების მთავარი მიზეზი რუსეთის ხელისუფლებისგან ქართველთა სოციალური ჩაგვრა იყო და, აქედან გამომდინარე, აჯანყებულთა მოთხოვნა საქართველოდან რუსეთის გაძევება კი არა, გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების შესრულება გახლდათ.

რუსების გაძევება კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველო კვლავ მარტო დარჩებოდა ისლამურ სცილასა და ქარიბდას შორის. მსგავსი პერსპექტივა არავის ხიბლავდა და ამიტომაც 1832 წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ ქართველმა ერმა რუსულ იარაღთან უაზროდ შელეწვას რუსეთის იმპერიაში მშვიდი ცხოვრება არჩია.
და მართლაც, ქართველმა ერმა შვებით ამისუნთქა _ ფიზიკურად გამრავლდა ერი.
…..
ზემოთ არაერთხელ ჩავსვი ბრჭყალებში სიტყვები: ოკუპაცია, ოკუპანტი და არა იმიტომ, რომ რუსეთის მიერ სოხუმ–ცხინვალის ოკუპაციას ვერ ვხედავ,  არამედ იმიტომ, რომ, როდესაც რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 22% ოკუპაციაზე  (რაც მჯერა, რომ დროებითია) ვსაუბრობთ,  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ XIX საუკუნეში რუსეთის მიერ ოსმალეთ–სპარსეთთან წარმოებული ომების შედეგად საქართველოს დაუბრუნდა სამცხე–ჯავახეთი, აჭარა, საინგილო…  რომანოვების რუსეთმა არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ქართველი  ერი, არამედ, რაც უმთავრესია,  ისლამიზაციისგან გვიხსნა.

ყოველივე ზემოთ თქმულის განმეორება, მცირე პერიფრაზით, რომანოვების იმპერიის სამართალმემკვიდრე ბოლშევიკური რუსეთის მიმართაც შეიძლება _ 1924 წლის მენშევიკური ავანტიურის კრახის შემდეგ, XIX საუკუნის წინაპართა მსგავსად, წითელი რუსეთის ტანკებზე უაზრო შესკდომაზე ვთქვით უარი და “ჯილდოდ” მივიღეთ მსოფლიო დონის მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა. რაც მთავარია, სსრკ-ის რესპუბლიკებს შორის საბჭოთა საქართველო ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩეოდა. ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ შობადობა ორჯერ აღემატებოდა სიკვდილიანობას…

საბჭოთა კავშირში საქართველო ოთხჯერ მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა (დღევანდელი ამერიკასავით); 1990 წელს საქართველოს მოქალაქის წლიური მოხმარება 42 ათას დოლარს შეადგენდა; ეს მაჩვენებელი 4-ჯერ მეტი იყო საშუალო საკავშირო მაჩვენებელზე და 11-ჯერ მეტია ამჟამინდელი საქართველოს მოქალაქის მაჩვენებელზე; არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში მცხოვრებთ არ ჰყავდათ იმდენი მანქანა, რამდენიც საქართველოში. ეს სტატისტიკა პასუხია აბეზარი თინეიჯერი ჟურნალისტის კითხვაზე: საბჭოთა კავშირი გენატრებათ? _ მენატრება და მერე როგორ! ახლა არ დამიწყოთ, მაშინ რუსეთის მონები ვიყავით და დღეს დამოუკიდებლები ვართო!

იმხანად რუსეთის კოლონია ვიყავით, ახლა აშშ-ის ვართ. ოღონდ მაშინ, უკაცრავად და, კუჭი სავსე გვქონდა. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, თუ მაშინ ცეკას მეორე მდივანი იყო საქართველოში “ცარსკი ნამესტნიკი”, დღეს აშშ-ის ელჩია ამერიკის “მეფისნაცვალი”; რუსი ცეკას მდივანი თავს იმის მეათედის უფლებასაც ვერ მისცემდა, რამდენსაც აშშ-ის ელჩები გვიბედავენ (საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა აუნთო მწვანე შუქი 26 მაისის სისხლიან სასაკლაოს); და კიდევ, თუ დღევანდელ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 22% დროებით აქვს ოკუპირებული, დანარჩენი 78%-ის ოკუპანტი ლიბერასტული დასავლეთია. ქართველი ახალგაზრდების სულიერების დეფიციტის ბრალია ის ამაზრზენი სურათი, რომელიც 9 მაისს ვიხილეთ ვაკის პარკში… ათიოდე ახალგაზრდა ნაძირალამ ობსტრუქცია მოუწყო უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ მიმავალ მოხუც ომის ვეტერანებს, რითაც არა მხოლოდ სამამულო ომის მონაწილენი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეურაცხყვეს, არამედ, საზოგადოდ, იქ დამსწრე ქართველი საზოგადოება, რომელიც უილაჯოდ შეჰყურებდა გათავხედებულ “პატრიოტებს” _ ნუთუ ხელისუფლებას არ შეეძლო, რომ ისინი ახლოს არ მიეშვათ? არ შეეძლო, რადგან, ღრიალ-ჭყვიტინი ხომ ე.წ. გამოხატვის თავისუფლებაა და რას იტყოდა დასავლეთი, პოლიციას მათი ხმაური რომ აღეკვეთა?

მეტიც _ 18-25 ივნისს ლგბტ სექტას დაგეგმილი აქვს პედარასტული კვირეულის ჩატარება, რომელშიც უცხო ქვეყნის “საპატიო პედარასტებიც” მიიღებენ მონაწილეობას. კვირეული გეიაღლუმით უნდა დასრულდეს. ამ სატანისტური ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები კი ხელისუფლებისგან უკვე მიიღო ლგბტ თემმა.
ხელისუფლება, ერთი მხრივ, ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულს აფუძნებს და, მეორე მხრივ, ჰომოსექსუალებს გეიაღლუმის ჩატარების გარანტიას აძლევს.
რა ჰქვია ამას, თუ არა ამაზრზენი ფარისევლობა? ცეცხლს ხომ არ ეთამაშება “ქართული ოცნება”? იმის გათვალისწინებით, რა ზღვა ხალხი გამოვიდა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, როგორც ჩანს, ასეა. მინდა, ხელისუფლებაში მოკალათებულებმა იცოდნენ:

გეიაღლუმის გამართვა ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთას, ღვთის ნებითა და საქართველოს დედაეკლესიის თანადგომით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

ამ რწმენას მიძლიერებს საქართველოს პატრიარქის 17 მაისის ქადაგებაც, რომლიდანაც ერთ ციტატას მოვიყვან:

“ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია. კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან”.

დავით მხეიძე           
Geworld.ge.