თბილისთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი პოზიცია დააფიქსირა- დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანის ტერიტორიაა”-ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰალაფ ჰალაფოვმა განაცხადა. “საერთაშორისო სამართლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო და აზერბაიჯანი ავტომატურად ჩვენს შორის იმ დროს არსებული საზღვრების მემკვიდრე გახდა. შემდგომ ეს საზღვრები სახელმწიფო გახდა და მათზე კონტროლს ორი ქვეყნის მესაზღვრეები ახორციელებდნენ. ფაქტია, რომ იმ ადგილას საზღვარი სულ იყო და მათ ჩვენი და ქართველი მესაზღვრეები იცავდნენ “- განაცხადა ჰალაფოვმა. …….
საქართველო და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა გაითვალისწინონ: ქართველი ხალხი არ დათმობს დავით გარეჯს. ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანელებს და მათგანაც ველით საპასუხო პატივისცემას. სასიხარულოა, რომ ათასობით ადამიანი ჩამოვიდა გარეჯში. ტრანპორტი ჩვენს მიერ მობილიზებული იყო 8500 კაცზე, მაგრამ მანქანებითაც იყო ხალხი ჩამოსული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8000-ზე მეტი კაცი მონაწილეობდა აქციაში. მიტინგის დასრულების შემდეგ ხალხი ისევ აგრძელებდა მოსვლას. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებებს დავით გარეჯის დასაცავად, როგორ პარლამენტში, ისე მშვიდობიანი აქციების ფორმატში“-აცხადებს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობის მეორე დღეს ჩაკეტეს.
მონასტრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ამბობდა, რომ მესაზღვრეებმა გზის დაკეტვა იმით ახსნეს, რომ მათ საქართველოს პრეზიდენტის მონასტერში ასვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მათი გაღიზიანებაც სწორედ ამან განაპირობა. 5 დღიანი შეზღუდვის შემდეგ, მონასტრამდე მისასვლელი გზა, 26 აპრილს გაიხსნა.
tmr.ge.