TVM NEWS-ის ექსპერიმენტალული პროექტი „წლის საუკეთესო მასპინძელი“- პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში წარმატებით დასრულდა!

მედია ჰოლდინგის ბაზაზე არსებული TVM NEWS-ის პროექტების რიგს შეემატა ახალი პროექტი, რომელიც ჩვენმა მედია ჯგუფმა გასაჯაროების გარეშე, გარკვეული ექსპერიმენტის სახით ჩაატარა პოსტ საბჭოთა ქვეყანაში და სიამაყით გვინდა გაუწყოთ, რომ ამ პროექტმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მედია ჯგუფის წევრები უზომოდ კმაყოფილები დაბრუნდნენ სამშობლოში, პროექტი სახელწოდებით „წლის საუკეთესო მასპინძელი“ წარმატებით შედგა.

ეს პროექტიც რათქმაუნდა ჩვენი პროექტების გარკვეულ სინთეზს წარმოადგენს, ერთი სხვაობით ახლა უკვე გავედით საქართველოს საზღვრებს გარეთ. პროექტის მიზანი იყო ჩვენი თანამემამულეების, მათ შორის საქართველოში დაბადებული, ეთნიკურად არაქართველების, მაგრამ საქართველოს ერთგული და ქომაგი შვილების გამოვლენა. იმ ადამიანების ვინც ახდენს ქართული კულტურის პროპაგანდას და ქართველების მიმართ სიყვარულის აშკარა გამოვლენას. ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა გამოგვევლინა ; 1. წლის საუკეთესო საოცარი აღმოჩენა. 2. წლის საუკეთესო მასპინძელი. 3. წლის საუკეთესო ბიზნეს ლედი (უცხოეთის მოქალაქე, ორმაგი მოქალაქე ან ემიგრანტი). პირველი პროექტი განხორციელდა ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს უკეთ იცნობენ. კონკურსის ორგანიზატორები დაინტერესდნენ პირველ რიგში იმ ობიექტებით, რომლებიც გარკვეულ წილად ატარებდნენ ქართულ სახელებს ან რაიმე მიმანიშნებელ აბრევიატურას. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონკურსოდ შერჩეული ობიექტების მეპატრონეები და ხელმძღვანელობა აბსოლიტურად არ ჩაგვიყენებია საქმის კურსში, რათა არ მოეხდინათ ხელოვნურად სიტუაციის გალამაზება. 

მედიაჰოლდინგი წარმოგიდგენთ პირველ გამარჯვებულს, რომელიც ჩვენთვის მართლაც საოცრება და წლის აღმოჩენა იყო. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ყირიმში, იალტაში ქართული რესტორანი ”ხინკლის ეზო ბატონი” , საოცარი სითბო ვიგრძენით როცა ქართული მუსიკის ხმაზე, ქართული დარბაისლური საუბარი შემოგვესმა… დავინტერესდით თუ ვინ იყვნენ ეს ქართველები და გავესაუბრეთ მათ. მაშ ასე ჩემო მეგობრებო გაიცანით და – ძმა ალექსანდრე (საშა) ბაგრამოვი და სვეტლანა შილოვა-ბაგრამოვა. რომლებსაც ჩვენმა მედია ჯგუფმა დამსახურებულად და უპირობოდ მიანიჭა წლის საუკეთესო და საოცარი აღმოჩენის ტიტული, აი ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით-უფრო დიდი გაოცება გამოიწვია ჩვენში მათმა გვარმა და დავუსვით კითხვა სომხური თუ იცოდნენ, რაზეც ბატონმა საშამ გაიცინა და თქვა, კი! მაშინ რატომ არ საუბრობთ სომხურად? პასუხი ჩვენთვის გამაოგნებელი იყო, იმიტომ რომ ეს ჩემი მშობლიური ენაა, ჩემი სამშობლო ხომ საქართველოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე! მერე კი თითით მიმანიშნა საოცარ ნახატზე ქვის კოლონებს ვაზი ჰქონდა გარშემორტყმული, ხოლო ერთი ფოთოლი საქართველოს დროშა იყო…როცა ჟიური განიხილავდა პირველ პოზიციას, ერთხმად ყველამ აღიარა წლის საუკეთესო საოცარი აღმოჩენად იალტა, ”ხინკლის ეზო ბატონი”, არამარტო მათი მეპატრონეების გამო, არამედ მართლა საუკეთესო კულინარიული შემოქმედებისათვის, განსაკუთრებით კი მათი ხაჭაპურები, რომლის მსგავსს საქართველოშიც ბევრ ადგილას ვერ დააგემოვნებთ.

გარდა ამისა წარდგენილი იყო წლის ერთ-ერთ ნომინანტად კონკურსში ”საუკეთესო მასპინძელი”, ხოლო ქალბატონი სვეტლანა ცალკე გახდა ნომინირებული წლის ”ბიზნეს ლედი 2019” (საზღვარს გარეთ).
განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა ამ ოჯახის დიშვილმა ”პატარა დირექტორი”მა გიამ, ამიტომ წლის საუკეთესო მასპინძლის ტიტულს სწორედ მას გადავცემთ!
TVM NEWS-ის მედია ჯგუფის სახელით განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ქალბატონ მთვარისა ქაჯაიას, რომლის ძალისხმევის გარეშე ეს პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს და პოსტ საბჭოთა ქვეყნების მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, წარმატებით ვერ შედგებოდა.
პროექტი გრძელდება და ამჯერად სტარტს ვიღებთ ევროპისკენ!
აქვე ყველას ვურჩევთ ვინც მოხვდებით იალტაში, აუცილებლად ეწვიეთ ”ხინკლის ეზოს”!