ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩა №1-ში, ე.წ. „ჩინელების ბაზრობაზე“ ხანძარია. ინფორმაცია imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანაა მობილიზებული. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
imedinews.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი