9 ივლისს, 11:00 საათზე ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაზე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში შემაქვს განცხადება ყველა იმ ვიდეო და ფოტო მასალაზე, სადაც თითქოს ჩანს, რომ მე ვარ ზონდერი და ვარბევდი 26 მაისის აქციის მონაწილეებს, ასევე ჩავატრებ ბრიფინგს”, – ამის შესახებ ,,2020NEWS”-ს “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელმა ზვიად კუპრავამ განუცხადა.
კუპრავას განცხადებით, მისი მიზანია მთელმა ქვეყანამ გაიგოს მისი უდანაშაულობის შესახებ.
“სუს-მა საზოგადოების მცირე ნაწილს დააჯერა, რომ ნამდვილად მე ვარ ზოდერი, იმ მცირე ნაწილსაც მზად ვარ დავუმტკიცო, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რასაც მაბრალებს სუს-ი, “იმედი”, ბესელია, ზურაბიშვილი და სხვები”, – აღნიშნა მან.
სააგენტოს კითხვაზე, ვისგან ჰქონდა ფინანსური მხარდაჭერა, კუპრავა გვპასუხობს:
“ცხადია, მე შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა არ მქონდა ამ ექსპერტიზის ჩასატარებლად, თუმცა ჩემი მეგობრების დახმარებით ამისთვის ვიშოვე ფული. მინდა მთელმა ქვეყანამ ნახოს რა აღვირახსნილი მეთოდებით მებრძვის მთელი სახელმწიფო სისტემა. ხვალ შევიტან ამ განცხადებას, მე შეიძლება დამიჭირონ, მაგრამ ციხეში დაველოდები პასუხს. ამ პასუხს მთელი ქვეყანა ნახავს. ექსპერტიზის პასუხს დავახვევ სქლად და ბესელიას, ზურაბიშვილს და სხვებს გავუკეთებ იქ, სადაც საჭიროა”, -განაცახადა ზვიად კუპრავამ.