მმართველი პარტიის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ოცნებიდან” გამოყოფილები შესაძლოა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში ვიხილოთ.

მმართველი პარტიის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ოცნებიდან” გამოყოფილები შესაძლოა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში ვიხილოთ. “ოცნების” კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კვირიკაშვილი ახალი პარტიის შექმნას აპირებს და შეიძლება სწორედ ეს პარტია მოგვევლინოს მესამე ძალად,“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ კვირიკაშვილის ხალხი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს “დაიცავი საქართველოს” წევრებთან და “ოცნებასთან” გამიჯნულებთან.“დაიცავი საქართველოს” წევრები – ძმები გაჩეჩილაძევბი – გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები არიან.
კვირიკაშვილის პრემიერობისას ტენდერების გამო ძმებს მეგობართან სიტუაცია დაეძაბათ, მაგრამ, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ დროისთვის კონფლიქტი ამოწურულია.
ყოფილი პრემიერის პარტიაში შეიძლება ასევე ვიხილოთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე. ის არასდროს მალავდა, რომ კვირიკაშვილთან ახლობლობს.
ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლაზე. ამბობდნენ, რომ ამას ხელს სწორედ კვირიკაშვილი უწყობდა. არ არის გამორიცხული, რომ ხაზარაძე ყოფილი პრემიერის პარტიაში ვიხილოთ. ამავე პარტიაში შეიძლება აღმოჩნდნენ ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი.
“ოცნების” კულუარებში დარწმუნებული არიან, რომ კვირიკაშვილი ახალ პარტიას ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით აკეთებს.
წყარო: ალია
Nevs.coa.