კრიმინალური ოლიგარქია უნდა დასრულდეს, ქვეყანას სჭირდება გამარჯვება, ამიტომ ჩვენს მოძრაობას ვარქმევთ სახელს  – „გამარჯვებული საქართველო“.

„კრიმინალური ოლიგარქია უნდა დასრულდეს, ქვეყანას სჭირდება გამარჯვება, ამიტომ ჩვენს მოძრაობას ვარქმევთ სახელს  – „გამარჯვებული საქართველო“. ღმერთი ჰფარავდეს ჩვენს ერსა და ჩვენს სამშობლოს“, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გამართა.
მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფი  დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს შინ და გარეთ, ვისაც სურვილი აქვს ბრძოლისა და წინსვლისა, ვინც 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლებს.
„ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება და მისი თავიკაცი, იმართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სოციალური და პოლიტიკური რასიზმი. სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი, კერძო ინტერესი, სადაც სამშობლოს სიყვარულს არჩევენ ერთი ადამიანის ადმინისტრაციული მონობას. სადაც განვითარება და წინსვლა უარყოფილია სასაფლაოს სტაბილურობით, სადაც დამკვიდრებულია პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ზნეობრივი ანტისანიტარია, სადაც სახელმწიფო იმართება ერთი ადამიანის სურვილით და არა – კანონით, სადაც სიტყვას ფასი არ აქვს, სადაც ღირსებას ვერცხლით წონიან. ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე გთავაზობთ მეორე გზას, სადაც სამშობლოს ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, სადაც ხალხი დაპირდება, სადაც გაგრძელდება რეფორმები და მოდერნიზაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზი, სადაც მოხუცებს ექნებათ სარჩო და დაფასება, სადაც სამართალი იზეიმებს, სადაც აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
exskluzivnevs.

კომენტარები ფეისბუქიდან