ეს გავლენას ახდენს საქართველოს ბედზეც. რუსეთი გეგმავს, რომ თურქეთს საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემები C-400 ივლისში მიაწოდოს – 11 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. 

რუსეთი გეგმავს, რომ თურქეთს საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემები C-400 ივლისში მიაწოდოს – 11 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. “შეთანხმება, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის არის მიღწეული, დროულად ხორციელდება. ორმხრივი პრობლემა არ არსებობს” – უშაკოვმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ “მიწა-ჰაერი” კლასის რაკეტებს ივლისში მიიღებს თურქეთი.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ ნატოს მოკავშირე თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის თანახმადაც, მან 31 ივლისამდე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ების ყიდვაზე უარი უნდა თქვას. თუკი ანკარა ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, აშშ ქვეყნიდან გააძევებს თურქ მფრინავებს, რომლებიც მიმდინარე მომენტში შეერთებულ შტატებში სწავლობენ, გარდა ამისა, თურქულ კომპანიებს არ დაუშვებს გამანადგურებელ F-35-ების შექმნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად – ვაშინგტონმა 7 ივლისს განაცხადა.

თურქეთი აშშ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია F-35-ების შექმნაში, რომელიც პენტაგონის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია – ის 428 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. იმის გარდა, რომ თურქეთი F-35-ების მნიშვნელოვანი კომპონენტების შექმნაშია ჩართული, მან, დაახლოებით ასი გამანადგურებელი უნდა შეიძინოს.

აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნები ვარაუდობენ, რომ რუსეთს კომპლექს С-400-ების მიწოდებით შესაძლებლობა ექნება ალიანსის თვითმფრინავებზე ინფორმაცია მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია С-400-ებთან დაკავშირებით და ქვეყანა მას არ შეცვლის.
Taimeri.

კომენტარები ფეისბუქიდან