
ულამაზესი და უსაყვარლესი, წარმატებული ქალი: ნინო ქოქიაური – ბიზნეს ლედი 2018 – ის „ვეტერანი“ მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია შპს. ინგლისურ სკოლა „ნინო“- ში
-ქალბატონო ნინო, თქვენ უკვე მეორე წელია ღებულობთ მონაწილეობას ჩვენს პროექტში და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი რამ გექნებათ მოსაყოლი და მაინც საერთოდ რამ გადაგაწყეტინათ პროექტში მონაწილეობის მიღება უკვე მეორედ?..
-მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ პროექტში მოწვევისათვის; ჩემთვის საინტერესოა ეს პროექტი, მით უფრო, რომ ბიზნესის სფეროში ვტრიალებ და ჩემთვის აქტუალურ საკითხებზე მიწევს ფიქრი და საუბარი.
-ჩვენთვის, როგორც ცნობილია თქვენ ბრძანდებით დაოჯახებული და გყავთ შვილები, ასევე წარმატებით ხელმძღვანელობთ ინგლისურ ენოვან კოლეჯს, ეს ყელაფერი კი ქალისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..
-ოჯახი ყველა ქალისათვის უპირველესია და რომ არა ჩემი სამი შვილი და მზურნველი მეუღლე, ალბათ ვერ ვიქნებოდი ის, რაც დღეს ვარ… ყოველი დღე ჩემს ოჯახს ეძღვნება და სამსახური აბალანსებს ყოველივე ამას. მარტივი არაა, მარტივი არაფერი არაა. მენეჯერის პოზიციიდან როდესავ უყურებ ორგანიზაციას, ძალიან დიდი დრო სჭირდება დაგეგმვას, მონიტორინგს. თანაც სკოლა მოგეხსენებათ სპეციფიური ბიზნესია, აქ ბავშვების ბედზე აგებ პასუხს და ბიზნეს ინტერესები ხშირად უკანა პლანზე გადადის. სხვანაირად სკოლა წარმატებული ვერ გახდება. ჩემი სკოლა, რომელსაც ჩემი სახელი ეწოდა 27 წელია არსებობს და მუდმივად ვვითარდებით და ვფართოვდებით. წელს უკვე 600 ბავშვს ვითვლით. კერძო სკოლისათვის ცოტა არაა. მშობელი, რომ ნდობას გიცხადებს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ვცდილობთ ეს ნდობა გავამართლოთ.
-როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვენ უკვე კარგად იცნობთ ჩვენს პროექტს, ამიტომ მინდა შეგეკითხოთ, როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები და ამჯერად თუ ელოდებით სიახლეებს?..
-პროექტისაგან ველოდები ახალ ურთიერთობებს, ახალ გამოცდილებას, რა თქმა უნდა მეტ პოპულარულობას, ერთგვარ პიარს – ბიზნესისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილებები. რომ არა ორგანიზატორებისა და ჟიურის ობიექტურობა, სამართლიანობა, მათი კეთილგანწყობა და ღიმილი, მეორედ ალბათ თავსაც ავარიდებდი მსგავსს პროექტებს. ასე, რომ მადლობა თქვენ ასეთი შესანიშნავი პროექტის იდეის შექმნისთვის!
-ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ასეთი გულთბილი შეფასებისთვის, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ზუსტად კმაყოფილი მონაწილეების დამსახურებაა ამ და სხვა პროექტების რეორგანიზირებული სახით წარდგინება ფართო საზოგადოების წინაშე და მაინც არ შემიძლია არ გკითხოთ ნინო ხომ არ ჰქონდათ რაიმე შენიშვნები წინა ღონისძიების დროს ორგანიზატორების, ან ჟიურის მიმართ?..
– არა ნამდვილად არ მქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ თავს ავარიდებდი ხელმეორედ მონაწილეობას.
-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის ნინო და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ჩემი გამოცდილება ამ მხრივ სრულყოფილი ჯერ არაა, ამიტომაც ჩემი რჩევაც არ იქნება ზუსტი ინსტრუქცია. როგორ უნდა გახდე წარმატებული? ამ კითხვაზე პასუხი სტანდარტულია: მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული, დროის სწორედ მართვა- ეს თვისებები აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად. საქმე, რომელსაც ეჭიდები, შენი საქმე უნდა იყოს: ერკევოდე სიღრმისეულად და გიყვარდეს მთელი გულით. ის რომ ვარ სამი შვილის დედა, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს გავაკეთო კარგი სკოლა. ყველა ახალი იდეის შთაგონების წყარო ,სწორედ ჩემი შვილები არიან. ასე იყო დაარსების დროსაც, როდესაც დამფუძნებელმა და ჩემმა აღმზრდელმა დედამ, ლამარა ქოქიაურმა, ჩემი სკოლაში შეყვანის მიზნით გახსნა ეს სკოლა და ზუსტად ისე მოაწყო, როგორც იმ პერიოდში შეიძლებოდა საუკეთესო განათლების შეთავაზება შვილისათვის. დღევანდელი გამოწვევები უფრო დიდია. ის რაც გაკეთდა ჩემთვის, დღეს ბევრად უფრო მაღალ სიმაღლეზეა ასული ჩემი შვილებისათვის და ,,ჩემ შვილებში“ ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ სამს, არამედ 600 მოსწავლეს. მე მინდა მქონდეს საუკეთესო სკოლა ჩემი შვილებისათვის და მათი თანატოლებისათვის. საქმე ამოუწურავია, სამომავლო გეგმებიც ბევრია და მჯერა, რომ წარმატებები კიდევ წინაა!!!
შეგახსენებთ, რომ ნინო ქოქიაური გახლავთ პროექტ- ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ნინოს, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ნინო არაჩვეულებრივი ადამიანია და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი