უმრავლესობის წევრები უკვე ადასტურებნ რომ ყველაზე ოდიუზური მინისტრი რომელიც საქართველოს მოსახლეობის უბრავლესობისთვის მიუღებელია განსაკუთრებით იმ დიდი სკანდალის შემდეგ რაც მის მიერ დანიშნულმა მთავარმა პროკურატურამ , სალარიძის ქუჩაზე მოკლური არასრუწლოვნების საქმე გააყალბა შემდეგ კი გადადგა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალ მისტრთა კაბინეტში დარჩება. ხოლო ყველაზე წარმატებული მინისტრი ოცნების მინისტრებს შორის სახლში მიდის..
პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრთან დაკავშრებით კომენტარს აკეთებს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი ქინება ის, „რომელიც არის უარესი“:
„დარწმუნებული იყავით, როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, სასჯელაღსრულების და იუსტიციის, იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი. ჩვენ ამ ექვსწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მინისტრად დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ეს არის პირადი მორჩილება, ეს არის ერთგულება, ეს არის შავი საქმეების შესრულება, ეს არის ბინძური საქმის შესრულება, ყველაფერის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი უნდა იყოს, აი, ვინც ყველაფერს იკადრებს, ის იქნება იუსტიციის მინისტრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამინისტრო,“ – განაცხადა გოცირიძემ.
http://news.coa.ge