“სააკაშვილის დროს რომ ასე ეთარეშათ ოკუპანტებს, ახლა იქ იდგებოდა 15 ქვეყნის ელჩი და გაეროს გენერალური მდივანი”

ცოტნე გაამსახურდია ოკუპანტების მიერ ქარელის რაიონში, სოფელ კოდასთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრააობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევენ ქვეყანას! ამ დროს ეს დ….ი ბიძინეს ლეკვები ჭამენ, და ჯამში აქვთ თავი ჩარგული, არ აინტერესებთ რა ხდება გარშემო! შეიძლება არაერთი შეცდომა თუ სიბრიყვე ჰქონდეს გაკეთებული სააკაშვილს, მაგრამ მის დროს რომ ეს მომხდარიყო, ახლა კოდასთან იდგებოდა 15 ქვეყნის ელჩი და გაეროს გენერალური მდივანი, და მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა, რას აკეთებს რუსეთ საქართველოში… ხოლო ტრამპს თუ სხვა პრეზიდენტებს პუტინთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპაციის თემა დღის წესრიგში ექნებოდათ!

ჩუმად იყავით,  ემანდ არ შეგამჩნიონ რომ ცოცხლები ხართ!” – წერს გამსახურდია.

ავტორი: გურიის მოამბე