თავზარდაცემული ვარ და ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, ფაქტია რომ ამის ჩამდენი რეალურად არსებობს

ირინა სარიშვილი ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მაქვს ნანახი მსგავსი რამ და ნანახით შეძრწუნებულს ერთადერთი ამოსასუნთქი ის მქონდა ხოლმე რომ ეს ფილმია და ასეთი რამ ცხოვრებაში არ ხდება.  ახლა ამ ამოსუნთქვის საშუალებაც არ მაქვს. ყველაფერი გადამეკეტა. 

ბევრი რამ არის საეჭვო რა თქმა უნდა მაგრამ ისეთი თავზარდაცემული ვარ ამ წუთას ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. რა მიზეზით თუ მიზნით და ვის მიერაც არ უნდა იყოს ეს საშინელება ჩადენილი, ფაქტია რომ ამის ჩამდენი რეალურად არსებობს და დღეს ჩემი გონება ამაზე შორს ვერ მიდის”- წერს ირინა სარიშვილი.