ვასაძე იზიარებს ნაციონალებისა და ევროპული საქართველოს აზრს. ვასაძე ქუცნაშვილს: ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე.

“ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების გამო.

“ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც მაგ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მაქედან, რა“,  განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ტარდება, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს და დარბაზში პლაკატებითა შევიდნენ, მათ მალე  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ.

ipress.ge