თურქული პოპულარული სერიალი „ტყუილის“ მორიგი მე-3 სეზონი გავრცელებული ინფორმაციით ცისფერ ეკრანებს ვერ იხილავს, ანუ შეწყდება მისი გადაღება, ხოლო მეორე ინფორმაციით სერიალი კვლავ განახლდება, თუმცა მთავარი როლის შემსრულებლები: ზეჰრა და ომერი გამოეთიშებიან სერიალს. ასეთმა ხმებმა სერიალის ფანები ძალიან დაამწუხრა და აღაშფოთა. თუმცა გვინდა გამცნოთ სასიხარულო ინფორმაცია, როგორც სერიალის პროდიუსერმა განაცხადა შემოდგომაზე სერიალი ჩვეულებრივად გავა ეთერში და მთავარ როლებში კვლავაც ვიხილავთ ომერს და ზეჰრას, ანუ ერკან მედიჩს და ჰაზალ სუბაშს.