ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიის ურთულეს და უმშვენიერეს გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც უამრავი შედევრი მიუძღვნეს. კავკასიელები განსაკუთრებული, ამაყი დაბევრი ღირსების მქონე ხალხია. ჩვენს მეგობრობას განაპირობებს ეთნოფსიქიკური სიახლოვე, საოცარი უერთიერთ პატივისცემა და განთქმული სტუმართმოყვარეობა. კავკასიაში დღესაც შენარჩუნებულია უფროს–უმცროსობის ინსტიტუტი, რომლის დაუწერელი კანონები ზოგჯერ კონსტიტუციაზეც ძლიერია.
შუასაუკუნეებში კავკასიელ ხალხთა კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობის ეპიცენტრი საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი იყო. ეს მისია თითქოს განგების მიერ იყო მონიჭებული. სამწუხაროდ, მსოფლიოში და განსაკუთრებით აწ უკვე ყოფილ საბჭოთა კავშირში განვითარებულმა არასასურველმა მოვლენებმა დაღი დაასვა ამ ურთიერთობებს.
მაგრამ ქართველი ხალხის ძალისხმევით დაარსდა “კავკასიური სახლი”, რომელმაც უნდა ააღორძინოს და იტვირთოს ის ტრადიციები, რომლებიც ტრადიციულად იყო ჩამოყალიბებული. საბედნიეროდ, კავკასიურმა დიასპორამ საკმაოდ მოიკიდა ფეხი მსოფლიოში, შეიქმნა კულტურული ცენტრები, რომლებშიც ქართველები დიდ როლს თამაშობენ.
ჩვენი გეოსტრატეგიული ფუნქცია უნდა განვამტკიცოთ კავკასიაში, როგორც ენერგეტიკული, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ უნდა გავხდეთ არა სამხედრო, არამედქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცების, მეგობრობის, სტუმართ მოყვარეობის პოლიგონი, რაც ყველაზე კარგად ხელეწიფება ქართველ ხალხს. კავკასიურ სივრცეში ქართველთა გადარჩენის განმაპირობებელ მიზეზებზე ნაფიქრი აქვს აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილს, რომელიც სამ ძირითად ფაქტორს გამოყოფდა: 1. ქართველთა მებრძოლ სულისკვეთებას; 2. ქვეყნის სწრაფად აღდგენად სოფლის მეურნეობას; 3. მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი განსაკუთრებულ პატივისცემასა და მოკრძალებას.
საქართველოს, ქართველი ერის მტრებს კარგად აქვთ შესწავლილი ყოველივე ეს და შეგნებულად და მიზანმიმართულად, ყოველგვარი ხერხისა და საშუალების გამოყენებით მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 30 წელია, ამ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ვიტანჯებით. როდემდის, ჩემო სამშობლოვ?!
ქართველთა მებრძოლი სულისკვეთება ისტორიულადაა დამტკიცებული და აღიარებუილი. ამის გარეშე ჩვენი მცირერიცხოვანი ერი ვერ მოაღწევდა აქამდე. ქართული ჯარი, მისი მენტალიტეტი დღესაც განთქმულია. ყველგან, რომელ მისიებშიც მონაწილეობენ, წარმატებით ართმევენ თავს და განსაკუთრებული ბრძოლის უნარიანობით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდეა და ინტერესები ნაკლებად, შეიძლებაითქვას, სრულებით არ არის გათვალისწინებული და, როგორც ადრინდელ ისტორიულ ეპოქაში, ახლაც მამლუქებად ვართ გადაქცეულნი. ეს კი ერში იწვევს ეროვნული სულისკვეთებისა და პოტენციალის განადგურებას. მეტიც, ახალგაზრდები ისეთ განათლებას იღებენ, რომ მათში ჩაკლულია პატრიოტული აღზრდა, ქვეყნის სიყვარული, მისი დაცვის ინტერესები, ხოლო ე. წ. ელიტური კასტა, რომელიც შვა ამ ე. წ. ველურმა კაპიტალიზმმა, თავიანთ შვილებს ჯარში არგზავნის. ახალგაზრდებს, თავი რომ აარიდონ სამხედრო–სავალდებულო სამსხურს, სხვადასხვა რელიგიურ სექტებში აერთიანებენ. რაც შეეხება ჯარში გასაწვევ კონტიგენტს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული ფონისა და ახალგაზრდობის საზღვარგარეთ გადინების გამო, თითქმის ორჯერ შემცირდა. ჯარში გასაწვევი კონტიგენტის უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რაც იმის შედეგიცაა, რომ ბავშვების 30% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, 6-8% _ უკიდურეს სიღარიბეში, 50 ათასი ბავშვი შიმშილობს, მოკლებულია მზრუნველობას, 700 ბავშვი ყოველწლიურად იღუპება შიმშილისგან. 14 ათასი სასკოლო ასაკის ბავშვი არ დადის სკოლაში. საერთოდ, ქვეყანაში ბავშთა სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს. რა გენოფონდზე, რა ნიჭიერებასა და მომავალზეა ლაპარაკი, როცა მალე აღარც თოფის, აღარც თოხისა და წიგნის დამჭერი აღარ იქნება ამ ქვეყანაში არსებობის გაუსაძლისი პირობების გამო.
ქვეყანაში არსებობდა სამხედრო ინფრასტრუქტურა. იყო საარტილერიო სასწავლებელი, საჰაერო და საზღვაო ფლოტი, საავიაციო ქარხანა და სხვ. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი მოშლილი და განადგურებულია. არ გვაქვს სათანადო და სრულყოფილი ტექნიკური უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, განვიცდით ინტელექტუალური კადრების ნაკლებობას… რაც მთავარია, არ გაგვაჩნია ქვეყნის სამხედრო კონცეფცია.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სწრაფად აღდგენასა და ბუნების დაცვას, სამწუხაროდ, ქვეყანაში ცალკე ხალხზე ტარდება ექსპერიმენტი, რამდენ ხანს გაუძლებს შიმშილს და ცალკე ბუნებაზე _ რამდენ ხანს გადაურჩება განადგურებას. ცნობილია, რომ გერმანელმა მეცნიერმა გამოიგონა მცენარეთა შესაწამლი ნივთიერება _ პესტიციდები, რომელმაც გაანადგურა არა მხოლოდ სარეველა მცენარეები, არამედ ადამიანები, ამიტომ მისი გამოყენება სასტიკად აიკრძალა. სამწუხაროდ, ამ ნივთიერების გამოყენების შედეგად დღესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება. ჩვენთანაც ტარდება ექსპერიმენტი აზიურ ფაროსანაზე სხვადასხვა ნივთიერებით და კაცმა არ იცის, რა შედეგს მოიტანს. ყველას გვახსოვს ქათმისა და ღორის ჭირით გამოწვეული ზარალი. ახლა აზიური ფაროსანა გვანადგურებს და ეს ჩვენი სასწრაფოდ აღსადგენი სოფლის მეურნეობა სწრაფად ნადგურდება. ქვეყანაში არარსებობს სოფლის მეურნეობისაღორძინების სტრატეგია. მიწისა და ქონების 70% კვლავ სახელმწიფოს ხელშიადა გამოუყენებელია მისი დამუშავების საშუალებების ნაკლებობისა და სიძვირის გამო. ჩვენ სხვა ღირებულებების სისტემა და მენტალიტეტი გვაქვს შრომის, დისციპლინის, ინდივიდუალური და კოლექტიური ურთიერთობების მიმართ, რასაც დაემატა სიღარიბე და არ ვითვალუსწინებთ ყოველივე ამას.
უწინარესად, ხელი უნდა შევუწყოთ საოჯახოდა კოოპერატიული საწარმოების შექმნა–განვითარებას, რომელიც ყველასთვის და ყოველმხრივ ხელმისაწვდომი იქნება თავისი საკანონმდებლო ბაზით, სუბსიდიებით, აგროდაზღვევითა და სხვა ღონისძიებებით.
უნიკალური ბუნების მქონე ქვეყანა თავს ვერ იკმაყოფილებს სასოფლო–სამეურნეოპროდუქტებით, როცა აქვს უდიდესი პოტენციალი, ამ პროდუქტების მოყვანითა და მისი გადამუშავებით ქვეყნის ბიუჯეტი სათანადოდ შეივსოს. სამწუხაროდ, მიწა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური საფუძველი, და ტერიტორია, როგორც ქვეყნის პოლიტიკური საფუძველი, კარგავს თავის ფუნქციას.
ახლა მინდა შევეხო ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ, სათუთ, სათაყვანებელ და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს _ მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ეროვნულ თავისუფლებასთან ერთად თავმოყვარეობაც დავკარგეთ და ახლა სულიერ და პიროვნულ თავისუფლებასაც გვართმევენ, რადგან არ გვაძლევენ უფლის ნების აღსრულების საშუალებას _ ვიცხოვროთ ზნეობრივად, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. ჩვენი ერისთვის შეუთავსებელია ის ზნეობრივი ფასეულობები, რომლებსაც თავს გვახვევენ. ლგბტ პირების პროპაგანდა და გეიაღლუმების ჩატარება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. მართლმადიდებლობაზე შეტევა, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, თანდათან ძლიერედება. ამას თვალნათლივ ვხედავთ, როცა ევროსაბჭოს დეპუტატი იქამდე კადნიერდება, რომ სვამს კითხვას საქართველოში გეიაღლუმების ჩატარების თაობაზე, როცა უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია მეორის ეპისტოლეების წაკითხვასაც კი გვიკრძალავენ, რომელიც ქადაგებს: თუ სიკეთე და სიმართლე განქარდება, ურთიერთ პატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება; თუ მეგობრობა, სიყვარულიდა თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წაიხოცება, ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნაროდა გადაგვარებისთვის განწირული. ამასთანავე, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, ზღვარისი კეთესა და ბოროტებას შორის.
თავსმოხვეული დირექტივებითა და კანონებით ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენი მენტალიტეტით, რწმენით უნდა ვიცხოვროთ. ანტიქართული კანონპროექტები ერის ტრადიციული ფასეულობებისთვის შეუთავსებელია.
ჯონი ცინცაძე,
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
Geworld.ge.