წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, იუ­რის­ტთა შე­ფა­სე­ბით, ბევ­რი ალო­გი­კუ­რი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კა­ნო­ნია. თუმ­ცა, ასე­ვე გვხვდე­ბა კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით კუ­რი­ო­ზუ­ლია, ან ისე არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, რომ ღი­მილს იწ­ვევს.

“მთე­ლი კვი­რა” რამ­დე­ნი­მე ასე­თი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვას გთა­ვა­ზობთ.

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა

თვით­მკვლე­ლო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლია სას­ჯე­ლი – ჯა­რი­მა 500 ლარი. ად­ვო­კატ­თა თქმით, თვით­მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია.

რო­გორც იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი გრი­გოლ გაგ­ნი­ძე “მთელ კვი­რას­თან” სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ამ და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის სხვა, უფრო შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია უნდა იყოს და­წე­სე­ბუ­ლი.

“ეს კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო მი­ი­ღოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. თუ ადა­მი­ა­ნი არ მუ­შა­ობს, ის გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­როა და მას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ახ­დე­ვი­ნე­ბენ ჯა­რი­მას, ამის გამო კი ცი­ხე­ში არა­ვინ ჩას­ვამს. არ შე­იძ­ლე­ბა 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იყოს ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია. სა­ხელ­მწი­ფომ პირ­ველ რიგ­ში მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა შეძ­ლოს,” – ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

“კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლის” იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი კი ამ კა­ნო­ნის გა­და­ხედ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

“პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ირ­კვეს რის გამო მოხ­და ეს – თუ ადა­მი­ან­მა ბან­კის ვა­ლის ან სხვა რა­ი­მე ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა და ამას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა, მა­შინ, რა თქმა უნდა, ჯა­რი­მის და­კის­რე­ბა კი არა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს,” – გა­ნა­ცხა­და რო­ლანდ ასა­კაშ­ვილ­მა.

ფსი­ქო­ლო­გი ქეთი ჭყო­ი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს კა­ნო­ნი სა­ხი­ფა­თოა, რად­გან თვით­მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ას კი არ ახ­დენს, არა­მედ პი­რი­ქით – შე­საძ­ლოა თვით­მკვლე­ლო­ბის ახა­ლი ცდის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლიც კი გახ­დეს.

“სუ­ი­ცი­დის გან­ხილ­ვი­სას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კას, ფსი­ქი­კურ სი­ჯან­სა­ღეს და, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. თუკი ადა­მი­ა­ნი არის სუს­ტი ფსი­ქი­კის მქო­ნე, მა­შინ ის ად­ვი­ლად დგამს ამ ნა­ბიჯს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, ფსი­ქი­კუ­რად ჯან­სა­ღი არაა. ამი­ტომ მას თუ 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მე­ბენ, ეს არა­ფერს შეც­ვლის და შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე დღეს იგი­ვე გა­ი­მე­ო­როს.

“500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბა არ ნიშ­ნავს პრე­ვენ­ცი­ას, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა უფრო გახ­შირ­დეს სუ­ი­ცი­დი. ქვე­ყა­ნა სხვა­ნა­ი­რად უნდა მი­უდ­გეს ამ სა­კითხს”, – ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 136-ე მუხ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით, გე­ნე­ტი­კურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს ეხე­ბა და მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში “ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა” ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლამ­დე ვა­დით აღ­კვე­თით.

ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იუ­რის­ტებს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ. ისი­ნი თან­მხდე­ბი­ან იმა­ში, რომ კლო­ნი­რე­ბა და გე­ნუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და­ნა­შა­უ­ლია და უნდა ის­ჯე­ბო­დეს. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­ლის ში­ნა­არ­სი, გარ­და იმი­სა, რომ კუ­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რად­გან არ­სად არაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს “ადა­მი­ა­ნის მსგავს არ­სე­ბად”.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი და “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პრი­ო­რი­ტე­ტის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია მუ­ხა­შავ­რია ამ­ბობს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით კლო­ნი­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, იკის­რა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლა ესე­თი მოქ­მე­დე­ბა.

“დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა. მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დად არის ამ კა­ნო­ნის ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი. ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი რამ არის ჩა­დე­ბუ­ლი, რად­გან ეს დღეს ჩვენ­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი,” – ამ­ბობს “კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-2 მუხ­ლის” იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

“13 წე­ლია ად­ვო­კა­ტი ვარ და ამ ნორ­მით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს. კა­ნონ­მდებ­ლებ­მა ამ მუხ­ლის ჩა­დე­ბით მხო­ლოდ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღეს, რათა არ მომ­ხდა­რი­ყო “შავი ბაზ­რის” გან­ვი­თა­რე­ბა ფა­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სა­ხით. გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და­ფა­რულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მი­დის, სა­დაც ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და ევ­რო­პა­ში გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ეს მო­მავ­ლის­თვის არის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი, თით­ქოს 2020 წლამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა, ეს ცოტა აბ­სურ­დუ­ლია,” – ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის თხოვ­ნით

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 110-ე მუხ­ლში ნახ­სე­ნე­ბია მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით და მისი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­მაკ­ვდა­ვის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორი­დან ხუთ წლამ­დე. ამა­ზე იუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს კა­ნო­ნი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და­სახ­ვე­წია.

“მე ამ იდე­ას არ ვემ­ხრო­ბი, მაგ­რამ კა­ნო­ნით აკ­რძალ­ვა და­საშ­ვე­ბია, თუმ­ცა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა იყოს შემ­თხვე­ვა გა­მოკ­ვლე­უ­ლი. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეს არ არის აკ­რძა­ლუ­ლი,” – ამ­ბობს ლია მუ­ხა­შავ­რია.

“ასე­თი რამ არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არის მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ნა­ი­რი მკუ­რა­ლო­ბა ამო­წუ­რუ­ლად ით­ვლე­ბა. სწო­რედ მა­შინ ითხოვს ამ­გვარ დახ­მა­რე­ბას. კა­ნო­ნამ­დებ­ლო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მის აზრს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ეს პუნ­ქტი ცოტა და­სახ­ვე­წია,” – ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

შიდსის შეყ­რის საფრ­თხის შექ­მნა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 131-ე მუხ­ლში წე­რია, რომ სხვის­თვის შიდსის გან­ზრახ შეყ­რის საფრ­თხის შექ­მნა ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე. მარ­თა­ლია, შიდსის გან­ზრახ შეყ­რა და­ნა­შა­უ­ლია და უნდა ის­ჯე­ბო­დეს, მაგ­რამ “შიდსის გან­ზრახ შეყ­რის საფრ­თხის შემ­ქმნა” ცოტა კუ­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს.

“ის, ვინც შიდსი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მას გან­მარ­ტე­ბას აძ­ლე­ვენ, თუ რა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის. ისი­ნი არი­ან გაფრ­თხი­ლე­ბულ­ნი, რომ შიდსის გა­დამ­დე­ბი ქმე­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, მაგ­რამ თუკი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია და მა­ინც შევა კონ­ტაქ­ტში სხვა ადა­მი­ან­თან, სის­ხლს უს­ხამს ან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ექ­ნე­ბა, მა­შინ ის უნდა და­ი­სა­ჯოს ამ მუხ­ლით.

“მა­გა­ლი­თად, შიდსით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ექიმს უთხრას ამის შე­სა­ხებ მა­შინ, რო­დე­საც იტა­რებს ისეთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქსო­ვი­ლის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას­თან, ან სის­ხლთან კონ­ტაქ­ტის დროს. თუ ქი­რურ­გი ატა­რებს ოპე­რა­ცი­ას და არ იცი, რომ მისი პა­ცი­ენ­ტი შიდსი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა გა­ეჭ­რას ხელი და თვი­თო­ნაც და­ინ­ფი­ცირ­დეს. ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­ში,” – გა­ნა­ცხა­და ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ.

“დღე­ვან­დე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ხში­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი, თუ რა გზით შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო. სწო­რედ ამი­ტომ, თუ ადა­მი­ა­ნი გან­ზრახ იქ­ცე­ვა ისე, რომ სხვას გა­და­ე­დოს ეს და­ა­ვა­დე­ბა უნდა და­ი­სა­ჯოს,” – ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

ბავ­შვის შეც­ვლა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 174-ე მუხ­ლში სა­უ­ბა­რია ბავ­შვის შეც­ვლა­ზე ან­გა­რე­ბით ან სხვა გრძნო­ბით, რაც ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან სა­მი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით სამ წლამ­დე. იუ­რის­ტე­ბი ვერ იხ­სე­ნე­ბენ, იყო თუ არა ამის პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

“თუ ეს შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ბავ­შვე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს, ეს პირი კი მოხ­ვდე­ბა ცი­ხე­ში. 3-დან 5 წელი ცოტა არ არის ასე­თი ადა­მი­ა­ნის და­სას­ჯე­ლად,” – ამ­ბობს ლია მუ­ხა­შავ­რია.

თუმ­ცა, იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი ამ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ითხოვს.

“მარ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბით არ უნდა შე­მო­ი­ფარ­გლოს, რად­გან აქ არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რი­თიც უნდა იყოს ეს თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი. ის ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა აკე­თებ­დეს ამას, ვი­საც აქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ქმე­დე­ბა გან­ზრახ თუა უფრო უნდა იყოს გამ­კაც­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პირ­მა თქვას, რომ ეს ჩემ­და უნე­ბუ­რად მოხ­და, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ეს პრობ­ლე­მა,” – გა­ნა­ცხა­და რო­ლანდ ასა­კაშ­ვილ­მა.

რა არის “ცივი ია­რა­ღი”

21 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი ან ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხა­რე­ბე­ლი ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბი­სას ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ხოლო ვინც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორ წლამ­დე. ეს კა­ნო­ნი უც­ნა­უ­რი მა­ში­ნაა, რო­დე­საც ცივი ია­რა­ღის გან­მარ­ტე­ბას ვგე­ბუ­ლობთ.

“ეს კა­ნო­ნი ბუნ­დო­ვა­ნია. მარ­თა­ლია, არ უნდა ატა­როს ადა­მი­ან­მა ცივი ია­რა­ღი, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ნე­ბის­მი­ე­რი ჩან­გა­ლი, დანა არის ცივი ია­რა­ღი. რად­გან ექ­სპერ­ტი­ზა თვლის ნე­ბის­მი­ერ სა­განს ცივ ია­რა­ღად ეს კა­ნო­ნი ცოტა უც­ნა­უ­რა­დაც ჟღერს. ცივი ია­რა­ღი უნდა იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რამ და არა ის, რისი ყიდ­ვაც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შეგ­ვიძ­ლია ,”- ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

“ეს მუხ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­შია ჩა­დე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი არა­ინ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რე­ბი, მათ და­ნის თა­მა­ში უყ­ვართ. ეს მუხ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო იმი­ტომ ჩა­ი­დო. თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში სან­ქცი­ე­ბი იქცა ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის წყა­როდ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეს მუხ­ლიც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ახალ­გზარ­დას რომ და­ი­ჭერ­დნენ მერე საპ­რო­ცე­სო­ში უფრო მეტ თან­ხას მო­თხოვ­დნენ ხოლ­მე,” – ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლში წე­რია, რომ ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, რა­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა წვა­ლე­ბა, და­მა­ხინ­ჯე­ბა, მოკ­ვლა, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით ერთ წლამ­დე ვა­დით. მე­ო­რედ გან­მე­ო­რე­ბის სემ­თხვე­ვა­ში კი ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

ამ მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ვრცელ­დე­ბა თუ არა ეს კა­ნო­ნი იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლის ხორცსაც საკ­ვე­ბად მო­ვიხ­მართ. თუმ­ცა, იუ­რის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ არ ვრცელ­დე­ბა. მაგ­რამ, რო­გორც ცნო­ბი­ლია ზო­გი­ერ­თი ერი­სა და კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლის ხორ­ცი მი­იჩ­ნე­ვა საკ­ვე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვქვათ, ვი­ეტ­ნა­მურ რეს­ტო­რანს თუ გახ­სნის და რო­მე­ლი­მე ტრა­დი­ცი­უ­ლი ვი­ეტ­ნა­მუ­რი კერ­ძის მო­სამ­ზა­დებ­ლად ძაღლს დაკ­ლავს, იგი კა­ნო­ნით და­ის­ჯე­ბა.

“ადა­მი­ა­ნი რომ უპატ­რო­ნო ძაღლს ქვებს ეს­ვრის, ჩა­კე­ტავს და სას­მელ-საჭ­მელს არ მის­ცემს, ეს ჩა­ით­ვლე­ბა და­ნა­შა­უ­ლად და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სჯის ამის ჩამ­დენს. თუმ­ცა ამის ფაქ­ტე­ბი დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცო­ტაა, ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

“ეს მუხ­ლიც ახა­ლი ჩა­დე­ბუ­ლია. სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ში ნა­გუ­ლის­ხმე­ვია კა­ტის და ძაღ­ლის და­სა­ხიჩ­რე­ბა, ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბა. ის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც საკ­ვე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, არ სა­ხელ­დე­ბა მათ სი­ა­ში, თუმ­ცა, არ მახ­სოვს ვი­ღა­ცამ ძაღლს ფეხი მო­აჭ­რა და და­ი­ჭი­რეს. ეს მუხ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნი­ლი. ამ ნორ­მამ შე­იძ­ლე­ბა არ იმუ­შა­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში მუ­შა­ობს.

“მარ­თა­ლია რაში გვჭირ­დე­ბა კა­ნო­ნი რო­მე­ლიც არ სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და იმ ნორ­მე­ბის ჩა­დე­ბა ხდე­ბა დღე­ვან­დელ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის,” – აღ­ნიშ­ნავს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი “მთე­ლი კვი­რა”