გილოცავთ: ისევ წაართმევს ბანკები ხალხს სახლებს, სასტუმროებს, დოლარი, ისევ ,,აფრინდება კოსმოსში”, ისევ გაუბედურებული მოსახლეობა, უარესი შიმშილი.

2008 წელს, ომის დროს ყოფილა, თურმე ასეთი მდგომარეობა, ერთ დღეში დაიცალა აჭარა ტურისტებისგან. ახლაც იგივე სიტუაციაა, დაიცალა აჭარა რუსი ტურისტებისგან, გარბიან თავქუდმოგლეჯილი.

გილოცავთ: ისევ წაართმევს ბანკები ხალხს სახლებს, სასტუმროებს, დოლარი, ისევ ,,აფრინდება კოსმოსში”, ისევ გაუბედურებული მოსახლეობა, უარესი შიმშილი და ,,დედის ტირილი” როგორც, ჩემი მეგობარი იტყოდა: ტაში კუკური!
Multimedia.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი გოგი თოფაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გართულებით, საქართველო ეკონომიკურად ძალიან ბევრს წააგებს. როგორც თოფაძემ გვითხრა, ტურისტების გარდა, სხვა არაერთი საკითხია, რის გამოც ნეგატივს მივიღებთ.

„ძალიან ბევრი ხათაბალა მოგვიწევს. ძალიან ძვირი დაგვიჯდება, გათვლა შეუძლებელია. იმედი მაქვს, ამ თემას რუსეთი დათმობს, თორემ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. რუსეთთან ასეთი დაძაბულობა დაგვღუპავს. ტურისტების გარდა, ექსპორტი სად მიდის ყველაზე მეტი? – რუსეთში, იქიდან კი ჩვენ ვღებულობთ იმპორტს შედარებით დაბალი ფასად. გაცილებით შეღავათიანია რუსული ბაზარი, ვინც ეს საქმე იცის,“ – აღნიშნა ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მისივე შეფასებით, პირდაპირი ფრენის აკრძალვაც სერიოზულად დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის: „ერთია, რომ  ექსპორტს საფრთხეები შეექმნება. რაც შეეხება ტურიზმს, იცით რამდენი პროცენტი იყო რუსეთიდან საქართველოში ტურისტი? თვითმფრინავები ყოველ დღე დაფრინავდნენ, რაც აწი არ მოხდება. ამიტომ, შემცირდება ტურისტული ნაკადი და ასევე, მოგვიწევს თურქეთიდან, ბელორუსიიდან ან სხვა შემოვლითი გზებით რუსეთთან ურთიერთობა. რაც დამაზარალებელი იქნება. ეკონომიკური კუთხით ძალინ ბევრია სალაპარაკო, ძალიან ძვირი დაგვიჯდება“.

როგორც გოგი თოფაძემ „მედიაცენტრ მთავართან საუბრისას აღნიშნა, მართალია, რუსეთზე ნაწყენები ვართ, თუმცა, აგრესია დაგვაზარალებს და დიალოგი უნდა ვარჩიოთ.    
mcm.ge.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტურისტების დაახლოებით 25%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. ტურისტების შემოსვლის გარდა, რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები მზარდი ტემპით ხასიათდებოდა. ბუნებრივია, ეს იმოქმედებს შემოსავალზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ეს გათვლა ჰქონდა პუტინს, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება დანაკარგს, ვფიქრობ, ის მილიარდ აშშ დოლარამდეც ავა და საგრძნობი იქნება“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ამ დანაკარგის შესამცირებლად ზომებს ვერ მიიღებს, თუმცა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც ეკონომიკის დივერსიფიცირებაა საჭირო.

„ნაკადების შემცირება გავლენას მოახდენს ჯავშანზე, სასტუმროებზე, საოჯახო მეურნეობებზე, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც ამ პერიოდში იყიდება. ამას უნდა შევეგუოთ. საერთოდ, საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება არ შეიძლება. ეს ქვეყანა არასანდოა, აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის – ტურისტებსაც, სასურსათო პროდუქციასაც, ბუნებრივ რესურსებსაც. ამდენად, თუ გვსურს პროგრესი და ეკონომიკის განვითარება, უნდა ვეცადოთ დივერსიფიცირებას, ანუ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები არც რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ნაკადებზე, არც რუსეთის ბაზარზე, თუ როდის აგვიკრძალავს ღვინის ექსპორტს, არც რუსულ გაზსა და რუსულ ნავთობზე. უნდა ვეცადოთ, რუსეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც შევძლოთ დივერსიფიცირება“, – აღნიშნა ცომაიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება. შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.
bpn.ge.