თურქული სერიალების მოყვარულების საყურადღებოდ, გამოვიდა ახალი სერიალი სახელწოდებით: Ты расскажи Карадениз / Sen Anlat Karadeniz / მომიყევი კარადენიზ, სერიალი უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობს თურქეთში და მალე ალბათ ქართულ ტელე სივრცესაც დაიპყრობს, სერიალის მთავარი გმირი პატარა გოგონა ნეფესია, რომელიც მამამ გაასხვისა მდიდარ მამაკაცზე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა გოგონას, ეჭვიანობის გამო საშინლად აწამებს, ძალადობს მასზე, ერთ-ერთი ძალადობის შედეგად ნეფეს შვილიც კი ეყოლება, გოგონა ბოლოს მაინც მოახერხებს დესპოტი კაცისგან გაქცევას და თავის მომავალს დაუკავშირებს თურქ გემთფლობელ ახალგაზრდას-ტაჰირს. სერიალში სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება, ამიტომ არ გამოტოვოთ და უყურეთ, ნამდვილად არ ინანებთ.