კახა კალაძე კეთილი ინებე და დააბრუნე ყველაფერი უკან!” – სცენა და აპარატურა, რომელიც პარლამენტის წინ იყო განთავსებული, აიღეს.

რუსთაველის გამზირიდან, სცენა და აპარატურა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იყო განთავსებული აიღეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ნონიაშვილი ავრცელებს. 

“თბილისის მერიამ პროფილი შეიცვალა და ქურდობა დაიწყო. ღამე აიღეს აპარატურა და სცენა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ახლა გვეუბნებიან დავასაწყობეთ სადღაც და მოდით და წაიღეთო.კახა კალაძე კეთილი ინებე და დააბრუნე ყველაფერი უკან! სახე სულ დაკარგეთ და ჯიბგირებს დაემსგავსეთ. დღეს 7 საათზე პარლამენტთან!” – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ნონიაშვილი. 
accent.com.