უზრდელებო, გაუზრდელებო, სად დაიბადეთ? – მიმართვა აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს.

“ბოლო დღეებია ვცდილობ თავი შევიკავო აქციის მონაწილეების კრიტიკისგან, რადგან ისმის მოსაზრებები, რომ ეს არის თავისუფალი ადამიანების აქცია და არის აპოლიტიკური და რომ ამ ადამიანებზე დგას ჩვენი მომავალი, მოკლედ ბევრი რამ მოვისმინე, მაგრამ მოვუსმინე მათ გამოსვლებსაც, მათ რიტორიკას, ტონს და ოოპ…

მე არ მინდა კოტე ყუბანეიშვილისთანა უზრდელი პოეტები, რომლებსაც პირი უნიტაზად უქცევიათ, დიდი არ იციან, პატარა არ იციან, აღზრდა აკლიათ და ზრდილობა, ეს არ არის თავისუფლება, ეს უზრდელობაა, ეს არის თქვენი ოჯახის დეფიციტი, როდესაც თავიდანვე არ გასწავლეს, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, სადაც უნდა შეასტოპო.

მე არ მინდა მიშა მშვილდაძის დაბერილი ნესტოების ყურება და აგრესიული ხავილის მოსმენა, რომ დედა უნდა მოუტყნან ამათ, რომ უნდა გააჯმევინონ და მსგავსი ტერმინები.  ბოდიშს ვუხდი მკითხველს, მაგრამ ზუსტად ამ ტერმინოლოგიით საუბრობენ ეს უზრდელი ორატორები, რომლებიც გაჰკივიან, რომ თურმე მათია მომავალი ხელისუფლება, ნურას უკაცრავად, თქვენისთანების ხელში განსაკუთრებით საშიში იქნება მმართველობაში ყოფნა.

სამწუხაროდ მე მხარს ვერ გიჭერთ, ერთი რიგითი მოქალაქე, რადგან ვხედავ, რომ ამ აქციაზე არ იგრძნობა თავისუფლება, ფუჭია ის მოსაზრებები, რომ იქ არიან ლაღი ახალგაზრდები და ა.შ… რა თქმა უნდა არიან, თუმცა უმეტესობა მაინც სააკაშვილის კალთას მიბმულები არიან, რომლებიც პირდაპირ დავალებებს იღებენ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

მე არ ვუერთდები ამ უზრდელების მოთხოვნას – დიახ, გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს.

უზრდელებო, გაუზრდელებო, სად დაიბადეთ? 

P.S – ყველას არ გეხებათ ახალგაზრდებო, მე იმ უზრდელ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვინც მანდ გამოვიდა, მინდა მათ იცოდნენ, რომ ისინი ოჯახში არ აღზრდილან, ისინი უბრალოდ გაიზარდნენ – წერს თამარ ვეზირიშვილი.
multimedia.