+40 გრადუსი: როგორი ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-12 ივლისს, სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში 40 გრადუსამდე ტემპერატურას პროგნოზირებენ.
11 – 12 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს. მთაში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ივლისს +38 გრადუსი, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.