კორდონის გარღვევის გულისთვის არ უნდა დააბრმავო ბავშვები, ჩემთვის ეს არის ომი” – სანდრა რულოვსმა აქციის დარბევისას დაშავებულები მოინახულა.

20 ივნისს სისხლიანი დარბევის დროს დაშავებულები სანდრა რულოვსმა მოინახულა.

მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს პოლიციამ უკანონო მითითება შეასრულა და ოკუპანტის დასაცავად საკუთარ მოქალაქეებს დაუპირისპირდა.
„მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი დამოკიდებულება ამ მთავრობის მიმართ, რომელიც ძალიან უარყოფითია, ამ რეაგირების მიმართ. გასაგებია, რომ არ მოგწონს დემონსტრაციები, მაგრამ მშვიდობიანად ტარდებოდა ეს დემონსტრაციები და ახლა ფანჯრების გატეხვის ან კორდონის გარღვევის გულისთვის კი არ უნდა დააბრმავო ბავშვები. ჩემთვის ეს არის ომი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
timer.ge.