თურქეთში ახალი რუკა შექმნეს, სადაც ბათუმიც თურქეთში შედის.

თურქულმა გაზეთმა Milliyet-მა გამოაქვეყნა „ახალი თურქეთის“ რუკა, რომლის ავტორები შორს გასცდნენ ამ სახელმწიფოს არსებული ტერიტორიის ფარგლებს და რუკაში შეიტანეს, კერძოდ, კვიპროსი, სირიის ჩრდილოეთი რაიონები, ერაყისა და საბერძნეთის ჩრდილოეთი ნაწილი, აგრეთვე აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაწილი.

თურქული გამოცემა წერს, რომ ქურთების მუშათა პარტიის ლიდერ აბდულა ოჯალანის სენსაციური უარის შემდეგ შეიარაღებულ ბრძოლაზე ანკარას, ფაქტობრივად, ხელ-ფეხი გაეხსნა. სტატიის ავტორები რწმენას გამოთქვამენ, რომ ოჯალანის მოწოდება თურქეთის ტერიტორიის დატოვების შესახებ პირველი ნაბიჯია “ძველი, კარგი დროის“ დაბრუნებისკენ, როდესაც თურქები და ქურთები ერთად ებრძოდნენ ბერძნებს და მცირე აზიის რეგიონის სხვა ქრისტიანებს…
Geworld.ge.