პარლამენტთან აქციას სანდრა რულოვსი შეუერთდა და ძალადობას აპროტესტებს.

რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა იმართება.20 ივნისის მოვლენებიდან მესამე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ სამ ძირითად მოთხოვნას აჟღერებენ.
ეს არის მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და პოლიტიკური გადაწყვეტილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.  აქციას ცოტა ხნის წინ სანდრა რულოვსი შეუერთდა.
მისი განცხადებით, თუ ხალხს ცვლილებები სურს, აქციაზე პოლიტიკოსების ყოფნა აუცილებელია. რადგან ისინი არის გამოცდილები და იციან როგორ ელაპარაკონ ხალხს.
როგორც მან არნიშნა, ტრიბუნაზე ასვლას და განცხადების გაკეთებას არ აპირებს.
tmn.ge.