რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა- რას ვყიდით ჩრდილოელ მეზობელთან.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის  მიხედვით, ტრადიციულად რუსეთია.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 37.3%-ით გაიზარდა და 177.509 მლნ აშშ დოლარი შედგინა. გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 129.269 მლნ დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში.

მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო – ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 51.048 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები – 40.266 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 19.873 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები, აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი და დაფასოებული მედიკამენტები იკავებენ, შესაბამისად, 13.244 მლნ და 9.920 მლნ დოლარით.

www.bpn.ge