იტალიაში პირველად მერად ტრანსგენდერი აირჩიეს.

იტალიის პროვინცია ლომბარდიის  პატარა ქალაქ ტრომელოში მერად ტრანსგენდერი ჯანმარკო ნეგრი აირჩიეს.  ამის თაობაზეწერს საღამოს გაზეთი Corierre Della sera. 40 წლის მამაკაცმა,  არასახარბიელო პროგნოზების მიუხედავად, საარჩევნო მარათონში აჯობა სამ კონკურენტს.

აღნიშნავენ, რომ უწინ იგი პოლიტიკით არასოდეს დაინტერესებულა, მაგრამ პოპულარობა მოიხვეჭა სისხლის სამართლის საქმეებში საადვოკატო მოღვაწეობისა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დასაცავ აქციებში აქტიური მონაწილეობით.

2015 წლამდე ნეგრი იყო ქალი და ერქვა მარია, მაგრამ ბავშვობიდანვე მიაჩნდა, რომ მამაკაცი იყო. გაიკეთა სქესის შეცვლის რამდენიმე ოპერაცია. ნეგრის განცხადებით, რაც მამაკაცი გახდა, თავისი თავი, ბოლოს და ბოლოს, “ერთხელ და საბოლოოდ შეიცნო”.

ტრომელოში 4 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ახალმა მერმა ამომრჩევლების 786 ხმა, ანუ ამომრჩეველთა ხმების 37,54 პროცენტი მიიღო.
Geworld.ge.