დავით ბერძენიშვილი – სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გიორგი გახარიას.

დავით ბერძენიშვილი – სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გიორგი გახარიას, როგორც ბრძანების გამცემს

სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გიორგი გახარიას, როგორც ბრძანების გამცემს,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც 20 ივნისის აქციაზე ისაუბრა.

“გახარიამ თვალები დათხარა ადამიანებს. ცალთვალა საქართველო დაამარცხებს, ჩვენი ახალგაზრდების ამოთხრილი თვალები, ეს საქართველო დაამარცხებს წარსულს, საბჭოთა წარსულს, ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, უდიდესი მიღწევაა, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის.

“ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. ჩვენ დღეს შეშინებული ხელისუფლისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი დათმობა. იძულებული გახდა ივანიშვილი გუშინ, რომ სპეცრაზმი შეეყვანა საკუთარი სახლში დასაცავად. დღეს დილით მთელი თბილისის ამალით შეიკრიბა და თქვა, უნდა დავნიშნოთ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემითო. ეს არის უზარმაარი წარმატება. მე უზარმაზარ პატივს ვცემ ყველა თაობის ადამიანს, რომელმაც მრავალი წლის განმავლიბაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ თავისი როლი და ფუნქცია შეასრულა, სიკვდილს თვალებში უყურებდა. აქ დგას ქვეყნის მომავალი, პროგრესი, ევროპული სქართველო, საქართველო ევროპაში, ეროვნულობა, ყველაფერი აქ დგას და მთავარი ის არის, რომ აქ დგას ღირსება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ipn.ge.