ის, რაც ვერ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა 6 წელიწადში, ნიკოლ პაშინიანმა 2 თვეში გააკეთა (ვიდეო)

ნიკოლ პაშინიანის გაპრემიერებიდან 2 თვე გავიდა. საინტერესოა, სომხეთი მოქმედმა პრემიერმა ამ ხნის განმავლობაში რისი გაკეთება მოასწრო.

  1. პაშინიანმა ორ თვიანი შიდა დაპირისპირების შედეგად მოახერხა და თანამდებობიდან გადააყენა ერევნის მერი.

2. სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გაათავისუფლა და ტელევიზიას ფინანსური აუდიტი ჩაუტარა.

3. დაიწყო სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, კარენ კარაპეტიანის ლობის შემცირებაზე მუშაობა, ყოფილი პრეზიდენტი ასევე ცნობილი, როგორც “გაზპრომის კაცი”. კარაპეტიანის კომპანიის (Норфолк Конслатинг), თანამშრომლების დაკავებამ, ყოფილი პრეზიდენტი აიძულა რუსეთში გადასულიყო.

4. პაშინიანმა ყოფილი მთავრობის წევრები გაათავისუფლა, მათ შორის მერები და გუბერნატორები.

5. დიდ ჰიპერმარკეტებს გამოუცხადა ბოიკოტი, რითაც აიძულა საკმაოდ გაბერილი ფასები შეემცირებინა მათ.

6. 30 კრიმინალური ავტორიტეტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდების სახლში და მათი უმრავლესობა აიძულა ქვეყნიდან გასულიყო.

7. დააპატიმრა ყოფილი გენერალი, მალვენ გრიგორიანი, მისი მეუღლე და ვაჟი, ჰუმანიტარული დახმარების გაფლანგვის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით.

8. დააკავა ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის უშიშროების სამსახურის უფროსი ვაჩაგელა კაზარიანი, რომელსაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ედება ბრალი. საუბარია 9 მილიონ დოლარზე.

9. დააკავა პარტია “აყვავებული სომხეთის” ოლიგარქი ლიდერის გაგიკა ცარუკიანის დაცვის უფროსი, მას ბრალად ადამიანის ცემა ედება.

10. გამოიძიება დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ოჯახთან აფილირებული კომპანია “პაიკის” მიმართ. მათ ბრალათ გადასახადების დამალვა ედებათ.

11. დაიწყო ბრძოლა ყოფილი პრეზიდენტის, სერჯ სარგსიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ. შედეგად, სარგისიანის ორივე ძმა იძებნება. ასევე იძებნება სარგისიანის ძმის შვილებიც.

12.  შეიცვალა საკასაციო სასამართლოს ხელმძღვანელობა.

13.  შეიცვალა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელობა.

14.  შეიცვალა სასაზღვრო ძალების, გენერალური შტაბის და არმიის ხელმძღვანელობა. მან ასევე წარმატებას მიაღწია მთიანი ყარაბაღის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების გათავისუფლებაში.

15. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო 71 სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

16. 2008 წლის 1 მარტის საქმესთან დაკავშირებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიქაელ ჰარუთიუნიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ყოფილი მინისტრი კი რუსეთში წავიდა.

17. სიუნიკის რეგიონის ხელმძღვანელობა, სადაც გარემოსთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია, პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა იქ ვიზიტის შემდეგ გაათავისუფლა.

18. შეიქმნა ახალი ორგანიზაცია რუსეთში მყოფი სომხების გაერთიანების მიზნით. ძველი ორგანიზაცია აღმოჩნდა არაეფექტიანი და კორუმპირებული. მისი ხელმძღვანელის, ოლიგარქის, აჰრაბიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

19. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე პროექტი საზღვარგარეთ მყოფი სომხების სამშობლოში დაბრუნების სტიმულირებისთვის. ერთ-ერთი პროექტის სახელია “სომხეთის გული”.

20. შემოიღო ტრადიციად ყოველდღიური(ყოველდღიური თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც) ფეისბუქ-პირდაპირი ჩართვები, სადაც კითხვებს ონალინ რეჟიმში პასუხობს.

21. გამოაცხადა ამინისტია ყველა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყნიდან ჯარში წასვლის თავიდან არიდების მიზნით გავიდა. მათ მოუწოდა ქვეყანაში დაბრუნებისა და სამხედრო სამსახურში მსახურებისკენ.

22. პაშინიანმა მთავრობას შეუცვალა Apple-ის კომპიუტერები და მათ მიერ ადგილობრივი წარმოების ArmTab-ი განათავსა.

23. შემცირდა ელექტროენერგიის ფასი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის 10 დრამით. პაშინიანმა ეს კომპანია “ტაშირ ჯგუფთან” მოლაპარაკების საფუძველზე გააკეთა.

24. შეაჩერე ხელშეკრულება “ტაშირ ჯგუფის” კონტროლის განმახორციელებელ კომპანიასთან და ეს მიმართულება სახელმწიფოს უფლებამოსილებას დაუქვემდებარა.

25. შეიქმნა კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე ვადამდელი არჩევნების წინ.

26. პაშინიანმა საზღვრისპირა რეგიონების შეიარაღებული ძალები თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან შეიყვანა. მოახერხა კონტროლის აღება თურქეთთან საზღვრებზე და იქ ნაცვლად ФСБ-სა, სომხური შენაერთი ჩააყენა.

ჯერჯერობით ასე გამოიყურება პაშინიანის მოღვაწეობა 2 თვის თავზე.

http://bfm.ge