სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ სირიამ დღეს აღიარა აფხაზეთი როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა რაიმე ოფიციალური მონაცემის გამოქვეყნებისგან მან თავი შეიკავა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებაც  იუწყება.

Gepostet von МИД Абхазии am Dienstag, 29. Mai 2018

timer.ge