Rustavi 2 მა თავისი ჩვეული სიბინძურით გაგვანადგურა.

აქციაზე დაშავებული პოლიციელის, გია ჯალაღონიას მეუღლე, თამუნა ქობალია  „რუსთავი2“-ს სიცრუეში ადანაშაულებს და მიმართვას ავრცელებს.

„ძალიან გამწარებული ვარ!!!
ამ წუთას საშინელი ცილისწამების მომსწრე გავხდი. Rustavi 2 მა თავისი ჩვეული სიბინძურით გაგვანადგურა. როგორც მოგეხსენებათ, გიას თვალი დაუზიანდა, გაუკეთდა ოპერაცია, დღეს თურქეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რომ მხედველობა შეუნარჩუნონ. მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ მაქსიმალური გააკეთეს. 
არ მივცემ უფლებას rustavi2-ს და მის ყალბ ჟურნალისტებს გიაზე ასე ილაპარაკონ. სირცხვილი #ნიკა გვარამია და #ნოდარ მელაძე თქვენი. როგორ გაბედეთ და დაზარალებული სამართალდამცავები როგორ გამოიყენეთ სიბინძურისთვის. 
ნიკა გვარამიას პასუხი მოგეთხოვება ამ სიბინძურისთვის!

მივმართავ #ნიკა გვარამიას! ჩემი მეუღე დიახაც რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.
გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან მუშაობს რიგით პოლიციელად. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.
აქციის დროს მას ქვა მოარტყეს სახეზე, თვალი დაუზიანდა და მხედველობის 60 % დაკარგა.

გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა იქნეს აღდგენილი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად ბრალს გვდებთ, რომ გია თურმე ანტალიაში წავიდა დასასვენებლად.

თქვენ არავისი რომ არ გეშინიათ ამას კი ვხდები, მაგრამ სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ. 
სირცხვილი ნიკა გვარამია!!!
ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგავრება. 
ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულვიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს ნამდვილად შეძელით!!!“, – წერს პოლიციელის მეუღლე.

აქციის დროს დაშავებული პოლიციელი გია ჯალაღონია საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ.

იმის დასტურად რომ ნამდვილად სტამბოლში გადააფრინეს პოლიციელი, მისი მეუღლე ავია-ბილეთებს აქვეყნებს.

დღესვე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ აქციაზე დაშავებული ორი პოლიციელი თურქეთში გააგზავნეს სამკურნალოდ.

გარდა ამისა, ერთი დაშავებული მკურნალობის მიზნით გადაყვანილია გერმანიაში, მიუნჰხენის კლინიკაში. ერთი კი ისრაელში.

იმის დასტურად რომ ნამდვილად სტამბოლში გადააფრინეს პოლიციელი, მისი მეუღლე ავია-ბილეთებს აქვეყნებს.

Read more at https://www.primetime.ge/news/1561565313-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1?fbclid=IwAR1Xr10wotZqs-Igof3PC6m0TQUkRKbCshlMmcZvJ7kig3hnG1grM2azs4M#eCMCsvW4wa3LFGFZ.99