პარლამენტარი გუგული მაღრაძე, რომელიც გახლავთ ქვეყნის მასშტაბით ცნობილი „რეფორმატორი“ ქალბატონი, ახლა უკვე რევანშის აღებას ჟურნალისტებზე გალაშქრებით განაგრძობს, როდესაც გამოითქვა დეპუტატების მიმართ გარკვეული ეთიკური სანქციების დაყენების საკითხი, ქალბატონმა გუგულიმ არ დააყოვნა და მისთვის ყველაზე მტკივნეული ქართული ჟურნალისტიკა გაიხსენა. მან განაცხადა, რომ ეთიკური სანქციები აუცილებელია ჟურნალისტებსაც დაუწესდეს. ვნახოთ რა გამოხმაურება მოჰყვება ამას მეოთხე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა პარლამენტში დეპუტატების მხრიდან უკვე ვიხილეთ დაპირისპირებები. შეგახსენებთ ქალბატონო გუგული, რომ ობიექტური ჟურნალისტები საკუთარ იარაღად მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას ვიყენებთ და დემოკრატიულ ქვეყანაში მიუღებელია ამის სანქცირება.
მაგალითისთვის ქალბატონმა გუგულიმ ისედაც შიმშილისგან გუსწასულ ხალხს უნდა დაუწესოს იძულებითი დიეტა, ანუ უნდა მოხდეს გემოპროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა, რომ უკიდურესად გაჭირვებულმა მოსახლეობამ ვეღარ შეძლოს მსგავსი პროდუქტების შეძენა, პარლამენტარებმა დაასკვნეს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მავნებელია წონაში მომატება. აი ეს გახლავთ ქალბატონი პარლამენტარის ერთ-ერთი რეფორმატული იდეა, ხოლო ჟურნალისტებმა ეთიკური სანქციების შიშით ვეღარ უნდა გააშუქონ სიმართლე.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი