უკვე დიდი ხანია, რაც აშშ, თავის “მეგობარ” ქვეყნებთან ერთად (ისრაელი, საუდის არაბეთი) ირანზე დარტყმის განხორციელებას აპირებს და საქართველოს ტერიტორია ამ ოპერაციისთვის პლაცდარმად სჭირდება, ტერიტორიული პრინციპით ცხადია, როგორც მომიჯნავე, მეზობელი ქვეყანა. ამ მიზნით საქართველოში აგორებულ იქნა რუსოფობიის არნახული ტალღა, რომლის მსგავსიც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ მახსოვს, “გავრილოვის” თითიდან გამოწოვილი მიზეზით, საქართველოში დაიწყო და მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება, იმ მიზნით რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ ოცნებაზე ბევრად მეტად დამყოლი, ყველაფერზე ხელისმომწერი, უღმერთო “დოქსოპულო-რიქტაბელოვები”. ისინი აშშ-ის ყველა დავალებას, გეგმას თუ აშკარად ანტიქართულ გადაწყვეტილებას, მხარს დაუჭერენ და აღასრულებენ. ჩვენ ყველამ ვიცით რომ რუსეთს ირანთან საკმაოდ კარგი, აშშ-სგან განსხვავებით, ნორმალური ურთიერთოებები აქვს და დიდი ალბათობით აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებეულ დარტყმას, შეიძლება საქართველოს მიმართულებით ირანიდან საპასუხო დარტყმები მოყვეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის სრული ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, რომელიც ირანს მხარს დაუჭერს ამ დაპირისპირებაში. ირანის წინააღმდეგ ომში აშშ საქართველოს აეროპორტებს და სხვა საზღვაო თუ სახმელეთო ობიექტებს გამოიყენებს, ცხადია არა საქართველოს, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის….მიჩნდება კითხვა: ამ ყველაფერში რისი გულისთვის ვებმებით და ვიღუპავთ თავს?! პასუხსაც თავად გავცემ: აშშ-ის ფულგადახდილი აგენტურის: გვარამია-რუსთავი2-ის, სხვა აშშ-ის ჯიბის, მედია თუ ტელევიზიების, ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტების, ოცნების დიდი ნაწილის, არასამთავრობოების და “ექსპერტების” გამყიდველი, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო, რომლებმაც საკუთარ ხელფასებს, გრანტებს, თანამდებობებს და კეთილდღეობას ანაცვალეს ქვეყნის ინტერესები უკვე ამდენი წელია და ახლა, როდესაც ისინი ფაქტიურად აშშ-ის შტატიან აგენტურად, რეზიდენტურად იქცნენ, მათ პრატიკულად აღარავინ არაფერს ეკითხება, აშშ თავად წყვეტს რა, როდის და როგორც უნდა გააკეთოს ამ ქვეყანაში,ცხადია რომ ქართველი ხალხის აზრიც არავის აინტერესებს. ესაა სიმართლე და ახლა, ამას როგორ უნდა აღვუდგეთ წინ, თქვენ მითხარით, მე პირადად გამოსავალს ვერ ვხედავ. ალბათ ერთადერთი კანონიერი გამოსავალი იქნება ის, რომ ხელისუფლებაში, შსს და უშიშროებაში გამოჩნდეს ჭეშმარიტად თავდადებული, საქართველოს პატრიოტი პიროვნებები, რომლებიც ამ ყველაფერს წინ აღუდგება და ამოიღებს ხმას, მაშინ ხალხის უდიდესი მასა მათ დაუდგება გვერდში და სულ სხვა პროცესები წარიმართება ქვეყანაში, მაგრამ ეს უფრო ჩემი ფანტაზიაა ვიდრე რეალობა…. კონსტანტინე ჩიკვილაძე.
Facebook.
