არ შემოვუშვებთ“ – გახარია გავრილოვის საქართველოში მეორედ ჩამოსვლაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუკი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი კვლავ გადაწყვეტს საქართველოში ჩამოსვლას, მას ქვეყანაში არ შემოუშვებენ.

გავრილოვი ახლა მე საერთოდ არ მაინტერესებს. მოდით გადავდოთ, საერთოდ არ გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე,” – მიმართა გახარიამ ჟურნალისტს.

ამის შემდეგ კი დასძინა, რომ გავრილოვს საქართველოში არ შემოუშვებს. არ შემოვუშვებთ, არ შემოვუშვებთ”, – განაცხადა გახარიამ.

როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა არ გამორიცხა საქართველოში პირადი მიზნებით კიდევ ჩამოსვლა, რომ პრაქტიკაში განახორციელოს რუსეთის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი მომლოცველობის” შესახებ.

ჩვენ მივიღეთ კანონი მომლოცველობის შესახებ” და ვისურვებდი მოვსინჯო ეს საქართველოში, ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში”, – განუცხადა გავრილოვმა რია ნოვოსტის”.

ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, არ ვაპირებ პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას. მჯერა, რომ სიტუაცია იქ დამშვიდდება”, – დასძინა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას თავმჯდომარეობდა, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიხნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იყო მოთავსებული, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
Geoinformer.ge.