აშშ-მ ირანის სარაკეტო სისტემებზე კიბერშეტევა განახორციელა. Washington Post-ის განცხადებით, ეს არის ირანის მიერ ორმუზის სრუტეში ამერიკულ ტანკერებზე განხორციელებული თავდასხმის და 20 ივნისს ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის მიერ ამერიკული სადაზვერვო დრონის ჩამოგდების პასუხი.
New York Times-ი აცხადებს, რომ კიბერშეტევის შედეგად ნეიტრალიზებულია ირანული სარაკეტოს სისტემების მართვის პუნქტები.
ჯერჯერობით, დამოუკიდებელი წყაროები შეტევის შედეგებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად აშშ დამატებით სანქციების პაკეტს ამზადებს ირანის წინააღმდეგ.
Nevpost.ge.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი