სოსო პავლიაშვილი აქციაზე: ანტირუსული განწყობით შეშლილ, ზომბირებულ ბავშვებს აქეზებენ – ეს სატანიზმია.

რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მომღერალი სოსო პავლაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციათა ციკლს სახელწოდებით – „სირცხვილია“ ეხმაურება.

როგორც პავლიაშვილმა აღნიშნა, ის ვინც ორ ერს შორის სიძულვილს აღვივებს, ეს “წმინდა წყლის სატანიზმია”. მომღერლის თქმით, შექმნილ ვითარებაში დიდ როლს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები თამაშობენ. მისი განმარტებით, ხშირად ამ ორი პროფესიის წარმომადგენლები სიტუაციას ამძაფრებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უკვე დალაგდებოდა.

პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

„ეს სატანიზმია, წმინდა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას ადამიანობასთან, დემოკრატიასთან და ჰუმანიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ არ უნდა ვეხმარებოდეთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს შეიზიზღებდნენ. მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება. მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებზე. რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს“, -აღნიშნა პავლიაშვილმა.

ის აგრეთვე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ზოგიერთმა რესტორანმა რუსი ტურისტებისთვის მომსახურება გააძვირა:

“ალბათ ამ ხალხს ვიღაც უხდის, იქნებ მათ სხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დონებზე უნდა დავეცეთ. მაგალითად, ტურქეთმა ჩამოაგდო ჩვენი [რუსეთის] თვითმფრინავი, მაგრამ მე ახლა ვატარებ კონცერტებს თურქეტში, სადაც უამრავი რუსი ტურისტია. ეს უბრალოდ რაღაც აფეთქებაა. ჩვენ ცეცხლი კი არ უნდა გავაღვივოთ, არამედ პირიქით უნდა ჩავაქროთ”, – განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.
expresnevs.