პატრიოტთა ალიანსის” აქცია ზუგდიდში ანტისაოკუპაციო ბანერის ფონზე გაიმართა. მათ უნდათ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ დაბრუნდეს საქართველოში”, – მიმართა შეკრებილებს დავით თარხან მოურავმა.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ადგილობრივებთან ერთად საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი იყო შეკრებილი. მათი თქმით, ისინი ზუგდიდში საქართველოში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა

.აქციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა ანტისაოკუპაციო ბანერი გადმოფინეს და რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ. ერთ-ერთი აქტივისტის როსტომ ზარანდიას თქმით, მათ ჟესტით კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროპული კურსი და რომ რუსეთი ოკუპანტია.

“არა ნაციონალურ მოძრაობას, ბოკერიას პარტიასა და ქართულ ოცნებას. დავიღალეთ მათი სპექტაკლებით. თბილისში რაც ხდება, წინააღმდეგაა ქართველი ხალხის. მაინცდამაინც ლგბტ უნდა გინდოდეს? არა ხელისუფლების გადაცემას, რასაც ახლა “ქართული ოცნება” აკეთებს. დავით გარეჯი საქართველოა და ეს არ გვავიწყდება არავის. მათ უნდათ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ დაბრუნდეს საქართველოში”, – მიმართა შეკრებილებს დავით თარხან მოურავმა.
stv.ge.