დიდი სკანდალი ინფორმაცია რომელიც გასკდა-ივანიშვილის გარემოცვა გასაქცევად ემზადებოდა – დიდი ოდენობით დოლარი იყიდეს, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.

ცნობილი ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების ძირითადი მიზეზი. მართალია, ხელისუფლება, ეკონომიკის ჩამოშლასა და ლარის გაუფასურებას რუსთაველზე გამართულ მიტინგებს აბრალებს, თუმცა, ამის მიზეზი არა დემონსტრაციები, არამედ, ჩინოვნიკების შიშები გახდა…

„20 ივნისის შემდეგ სრული პანიკა დაიწყო ხელისუფლებაში. ბევრი ფიქრობდა რომ მიტინგებს, შესაძლოა, ივანიშვილის ქვეყნიდან გაქცევა მოჰყოლოდა. ამიტომ, მინისტრებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა დიდი ოდენობით დოლარის, ზოგადად, უცხოური ვალუტის ყიდვა დაიწყეს. მათ შორის იყვნენ იზორია, თურნავა, ბატიაშვილი და სხვები…

ურეკავდნენ მეგობრებს, ნათესავებს და მათ სახელზე შენახული ანაბრების ბანკებიდან გამოტანას სთხოვდნენ. ეს პანიკა განსაკუთრებით 21 ივნისს შეინიშნებოდა…

საბოლოოდ, ამან დოლარზე დეფიციტი გააჩინა და ლარის გაუფასურება გამოიწვია“, – გვიყვება წყარო სახელმწიფო კანცელარიიდან, რომელიც ამტკიცებს რომ გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ხელისუფლება რევოლუციური სცენარის ალბათობაზე მსჯელობდა.

პანიკა იყო ივანიშვილის კლანის წევრებს შორისაც. კერძოდ, გასაქცევად ემზადებოდნენ ოლიგარქის ნათესავები, ძმა, დეიდაჩვილი უჩა, ივანიშვილის კომპანიების დირექტორები და ვანო ჩხარტიშვილი…

მეტიც, ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა და ივანიშვილის ცოლის პირადმა სტომატოლოგმა, 20 ივნისის შემდეგ რამდენიმე თანამშრომელს განუცხადა რომ „შესაძლოა ქვეყანაში ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო და ამიტომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა „პირველისგან“. 

თუმცა, აღმოჩნდა რომ ახალგაზრდები, რომლებიც 12 დღეა რუსთაველზე დგანან, მშვიდობიანად აპირებენ მიზნების მიღწევასა და გახარიას გადადგომის სისრულეში მოყვანას. 

ისინი მტკიცედ იცავენ კონსტიტუციას და მწვავე, მაგრამ კანონიერი პროტესტით ცდილობენ კორუმპირებული ოლიგარქის იძულებას, თანამდებობიდან სისხლიანი ჯალათი გახარია, რომელმაც საკუთარ ხალხს თვალები დათხარა.

PRESA.GE