სკანდალური ცრუბრალდებები სახალხო მკურნალ: მაკა გოგიშვილზე!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დაინტერესდა სკანდალური ინფორმაციით, რომელიც ეხება სახალხო მკურნალი მაკა გოგიშვილისთვის უსაფუძვლო ცილისმწამებლური ბრალდების წაყენებას, ეს ინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთ მედია სააგენტოზე სათაურით: „პაციენტს, რომელსაც ექიმბაში ცხენის ოფლით დამზადებული მალამოთი „მკურნალობდა“ ფეხი მოკვეთეს“, სტატია ძალიან ბევრ დეზინფორმაციას შეიცავს მაკა ექიმზე, თუმცა ყველაზე საინტერესო აქ სხვა ფაქტია, როდესაც სტატიაში ჟურნალისტი წერს, რომ ქალბატონი მაკა დაემალა პასუხს, არ დახვდა სახლში და უფრო მეტიც არც დაუკავშირდა, რომ უერყო მისთვის წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები. ჩვენი მედია სააგენტო დაინტერესდა ამ ამბით და ძალიან მარტივად დაუკავშირდა ქალბატონ მაკა გოგიშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ იქით აპირებს ამ ცილისწამებაზე ადრესატისთვის და ასევე მისი მხარდამჭერებისთვის ჩივილს.

მაკა გოგიშვილი: „როცა ჩემთან მოვიდნენ ჟურნალისტები, სახლში არ ვიყავი, თუმცა შემდეგ გადავრეკე და ჟურნალისტს, რომელმაც ცილისმწამებლური დეზინფორმაცია გაავრცელა ჩემზე პირად ტელეფონზე დავუკავშირდი და უფრო მეტიც მივმართე მას სახელით: მირიან ბოქოლიშვილი ბრძანდებითთქო, რაზეც აშკარად შეცბა“ ანუ როგორც უკვე მიხვდით მაკა გოგიშვილი არავის დამალვია, პირიქით მას იქით აქვს საფუძვლიანი პრეტენზიები ავადმყოფის შვილის მიმართ, რომელმაც მამაც გაწირა და ექიმსაც არ გადაუხადა მკურნალობის სრული გასამრჯელო, ახლა კი ცდილობს ინტრიგნობით პატიოსან ექიმს სახელი გაუტეხოს. ჩვენ გთავაზობთ მაკა გოგიშვილის მკურნალობის შედეგების ამსახველ მასალას.

სახალხო მკურნალს, რომელსაც ამდენი ხალხი ემადლიერება, კიდურების შენარჩუნების გამო და კაცი, რომელმაც მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმს თავისი გასამრჯელო არ გადაუხადოს ცილისმწამებლურ ინტრიგებს ხლართავს და ჩემი პატივცემული კოლეგებიც შეცდომაში შეყავს, უბრალოდ უნდა ცხვენოდეს, რომ მისმა უპასუხისმგებლობამ დაღუპა მამამისი და არა ღვთისნიერმა მკურნალმა, რომელიც ყველა თავის პაციენტს შვილივით უვლის და სიცოცხლის ხალისს უბრუნებს, დიახ მან დედაჩემიც დააყენა ფეხზე და განგრენიანი კიდურები შეუნარჩუნა, ამიტომ პირად მაგალითზე ვამბობ, რომ არ მივცემ უფლებას ინტრიგნებს ჩირქი მოსცხონ ექიმს, რომლის მკურნალობის შედეგები სახეზეა, უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს და რაც მთავარია უფლის მადლით პატიოსნად ემსახურება თავისზე დაკისრებულ მოვალეობას. პირადად მე ვუხდი ქალბატონ მაკას მადლობას, ამ შვიდი შვილის დედას, რომელმაც კარგად იცის ოჯახის სიწმინდის ფასი და იგი არასდროს იკადრებს უკადრებელს და არავის მივცემ მისი დაჩაგვრის უფლებას. მე როგორც ჟურნალისტი არასდროს შევეგუები უსამართლობას.

 

კომენტარები ფეისბუქიდან