ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე ირმა ინაშვილი “აიპრესთან” აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს გაყოფილა და ეს იყო შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებაში კი ინაშვილი ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილსაც ადანაშაულებს.
“ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯაროდ ვსაუბრობდი იმაზე, რომ შედგა შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში იგულისხმებოდა კონკრეტული სქემა: კვირიკაშვილს ნაციონალური მოძაობა თითქოს 2 პარტიად უნდა გაეხლიჩა, თითქოს ეს გამოიწვევდა ნაცმოძაობის დაშლას და გაქრობას პოლიტიკური ველიდან და ამ დროს, მაქსიმალურად უნდა დაწინაურებულიყო ბოკერიას ჯგუფი. შეთქმულების სქემის მიხედვით, ეს იქნებოდა ე.წ. საკენკი სააკაშვილ-ბოკერიას ამერიკელი ლობისტებისთვის: აი, ხალხს კი არ უნდა, მაგრამ ვეცადეთ და თქვენი ფავორიტები მაინც დავტოვეთ! სანაცვლოდ, გიგა ბოკერია კვირიკაშვილს სთავაზობდა დასავლური მხარდაჭერით უზრუნველყოფას, პრინციპით: დავწინაურდები არჩევნებში, გავხდები მთავარი ოპოზიცური ძალა და სამაგიეროდ, შენ, როგორც პრემიერს, გექნება ამერიკული მხადაჭერა. რეალურად რა მოხდა? პარლამენტში ბოკერიას ჯგუფს ყველა სტრატეგიული ბერკეტი მიეცა. შემდეგ, კვირიკაშვილ- ბოკერიას სქემა სრულ მოქმედებაში შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, როდესაც ბოკერიას (სრულიად დისკრედიტებულ) პარტიას მთელი 10%-ი დაუწერეს და თან, ცინიკურად გვარწმუნებდნენ, რომ ასეთი იყო ხალხის არჩევანი, რაც სამარცხვინო ტყუილია. კვირიკაშვილმა ბოკერია ხელოვნურად დააწინაურა. ვვარაუდობ, რომ ივანიშვილს არწმუნებდა, თითქოს ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა დაშალა. თუმცა, ყველას ესმის, რომ რომან გოცირიძე არავითარი „ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა“ არაა. ნამდვილი სწორედ ბოკერიას ჯგუფია. ამ პოლიტიკურ თამაშს სააკაშვილიც აჰყვა”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
შედეგად კი, დეპუტატის შეფასებით, დასავლეთში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველოც” წარმატებით “აშავებდა” და “აშავებს” როგორც პერსონალურად ივანიშვილს (რომელსაც, ინაშვილის თქმით, რუსი ოლიგარქის იმიჯს უმტკიცებენ), ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
“სწორედ ამაში ვადანაშულებდი კვირიკაშვილს, ამას ვამბობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, თუ ტელეეთერებიდან: ცუდად დამთავრდება ეს პოლიტიკური თამაშები. ახლა ზუსტად ეს ხდება. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები კვლავ ერთიანდებიან. დააკვირდით ფორმულირებას: უარს ვიტყვით ერთმანეთის კრიტიკაზე და ერთობლივი სტრატეგიით გავნაგრძობთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგო. ისინი არც არასდროს გაყოფილან, არც არასდროს ყოფილან ცალ-ცალკე, არც არასდროს ყოფილან განსახვავებულ პოზიციებზე. ამიტომ ქართველ ხალხს მოვუწოდებ, მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად გავააქტიუროთ ჩვენი მოქმედებები პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის ირგვლივ, რომელიც სწორედ ბოკერიების დასჯას ითვალისწინებს”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველო” წინასაარჩევნოდ, თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს
ipress.ge