“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის მოწამვლის საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო. ზვიად კუპრავა გუშინ დაკითხეს.
ჩვენებაში კუპრავა ყვება, რომ მისთვის ყავაში მომწამვლავი ნივთიერების ჩაყრა სუს-მა რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ერთ -ერთ მონაწილეს ანი შევარდნაძეს დაავალა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, ანი შევარდნაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ზურა ჯოხიძე სთხოვდა მასთან ნდობაში შესვლას და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
ზვიად კუპრავას სუს-ის გეგმების შესახებ ანი შევარდნაძემ თავად უამბო.
mkhare.ge