აჭარის დაკარგვის საფრთხე რეალურია და ამის ნიშნები უკვე აშკარაა…

აჭარაში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, არსებული ვითარების შესახებ

დროდადრო საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება. მწერალი, ფილოსოფოსი, “აჭარის

მამულიშვილთა კავშირის”

ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძე ერთ-ერთია, ვინც რეგიონში მიმდინარე ყველა

მნიშვნელოვან მოვლენას

ეხმაურება და პრობლემებს აქტიურად აპროტესტებს.

_ აჭარაში, სამწუხაროდ, იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ფიზიკურად ძლივს

ვასწრებთ, ყველაფერს გამოვეხმაუროთ. არადა, ზოგიერთს სურს, წარმოაჩინოს,

თითქოს მხოლოდ ძეგლების

საკითხი გვაინტერესებს და სხვა პრობლემები არ გვადარდებს.

როგორც ცნობილია, აჭარა 300 წელიოსმალეთის ბატონობის ქვეშიმყოფებოდა და,

სამწუხაროა,როდესაც დღეს უცხოელები,განსაკუთრებით _ თურქები, აჭარაშიმიწებს

იოლად ყიდულობენ დაყველაფერი

მათ მფლობელობაშიგადადის. ეს ხდება თურქეთშიანტიქართული პროპაგანდის

ფონზე,თითქოს აჭარა

ოსმალეთისისტორიული ნაწილი იყო და მალეკვლავ მას დაუბრუნდება.

არ ვამბობ, რომ ყველა თურქი ასე იქცევა, მაგრამ

თურქეთშიც არიან რეაქციული ძალები, რომლებიც ამ პროპაგანდას ეწევიან. ისიც

უნდა ითქვას, რომ თურქეთს ვერ

დავძრახავთ. როგორც ყველა ქვეყანა, თურქეთიც თავის ინტერესებს იცავს.

ერთადერთი ჩვენ გავიძახით თავსმოხვეულ

აზრებს, თურქეთი მეგობარი ქვეყანააო. პოლიტიკოსი, უპირველესად, თავისი სახელმწიფოს

ინტერესებზე

უნდა ფიქრობდეს და შემდეგ მეგობრობაზე…

_ რატომ ყიდის ხელისუფლება ამმიწებს?

_ დეკემბრის აქცია “ქუდზე კაცი” სწორედ იმიტომ გავმართეთ, რომ ჩვენი

ხელისუფლება ვერ იცავს მოსახლეობის ინტერესებს. არადა, როდესაც ახალი

ხელისუფლება მოვიდა, გვეგონა,

გავიმარჯვეთ. 2013 წლის 19 დეკემბერს დიდი ყრილობა გავმართეთ და ვთქვით,

მოდი, ქვეყნის აღმშენებლობა

სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში კი, ზნეობრივი მდგომარეობის

გაუმჯობესებით დავიწყოთ-თქო.

ყველას ვუთხარით, რომ ბათუმი არ არის გარყვნილების ცენტრი, ის ღირსების

ქალაქია, საქართველო კი _ ღირსეული ხალხის ქვეყანა. მოვითხოვეთ,

საროსკიპოების დახურვა და ხელისუფლების ყურადღების გამახვილება

ამ პრობლემაზე. იმ ღამეს 13 საროსკიპო დაიხურა, მაგრამბათუმსა და გონიოში

კვლავ მუშაობს200-ზე მეტი საროსკიპო.პროსტიტუცია ბიზნესად გადაიქცა,ჩვენდა სამარცხვინოდ.

2013-2014 წლებში ამერიკის ერთ–ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამბათუმი და გონიო მსოფლიოშიგარყვნილებისა

და ტრეფიკინგისცენტრად გამოაცხადა. სხვათა შორის, მეზობელი თურქეთისგან

ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება.

მაგალითად, სარფის საზღვარზე, თურქეთის მხარეს, მეჩეთი _ ისლამური სამყაროს

სიმბოლო _ გაბწყინებულია,

მასთან მისასვლელი გზაც მოწესრიგებულია. ვერანაირ რეკლამას იქ ვერ ნახავთ.

თურქეთის შესასვლელთან

ერთადერთი რეკლამაა _ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თურქი გოგო-ბიჭები

მღერიან, ვაჟკაცები ჭიდაობენ. მაგრამ,როდესაც საქართველოს მხარესშემოხვალთ, ქართულიმართლმადიდებლური

ეკლესიაკაზინოების, სასტუმროებისა დასაროსკიპოების რეკლამებითაადაფარული.

ქვეყანაში შემოსულუცხოელს

პირველი ნაბიჯიდანვერჩება შთაბეჭდილება, რომკაზინოებისა და

გარყვნილებისქვეყანაში შემოვიდა.

როდესაც ხელისუფლებას მივმართეთ, მოგვწერეს, _ ვერ ჩამოვხსნით ამ რეკლამებს,

ხელშეკრულებები

გვაქვს გაფორმებულიო. პირიქით _ უფრო გამრავლდა ეს რეკლამები.

_ ასლან აბაშიძის მმართველობისპერიოდში რა სიტუაცია იყო აჭარაში?

_ მართალია, იმხანად საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ბაშკირეთის რესპუბლიკაში

სასწავლებლად გახლდით, მაგრამ, როგორც ვიცი, ასლან აბაშიძის პერიოდში

უცხოელებზე მიწა არ იყიდებოდა.

მიწის გაყიდვა ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის მოსვლის შემდეგ

დაიწყო. უცხოელებს მოქალაქეობასაც ანიჭებენ, ჩვენი მოქალაქეები კი თურქეთში

გადადიან და

დეპორტაციის შიშის ქვეშ “შავ სამუშაოს” ასრულებენ. 30 ათასზე მეტთურქს აქვს

საქართველოსმოქალაქეობა,

ეს მომავალში

კარგშედეგს ნამდვილად არ მოგვიტანს.ნამდვილი პოლიტიკოსი და საზოგადო

მოღვაწე შორს უნდა იხედებოდეს. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმეწელიწადში აჭარა

სერიოზულისაფრთხის

წინაშე აღმოჩნდება.

_ ფიქრობთ, რომ აჭარას დაკარგვისსაფრთხე ემუქრება?

_ რა თქმა უნდა! აჭარის დაკარგვისრეალური საფრთხე არსებობს დაამის ნიშნები უკვე აშკარაა…

ოსმალეთისგან აჭარის გათავისუფლების მემორიალის დადგმა წერტილს დაუსვამს

იმ პროპაგანდას, რომელსაც დღეს ზოგიერთი თურქეთში ეწევა _ თითქოს აჭარა

ოსმალეთის ისტორიული ნაწილი

იყო. ეს მემორიალი მტერსაც და მოყვარესაც, ყველა მნახველს, თავისი არსებობით დიპლომატიურად

ეტყვის, რომ აჭარა მიტაცებული იყო და დაუბრუნდა საქართველოს. საქმე ის არის,

რომ მემორიალის

დადგმაზე უარს არავინ გვეუბნება, პირიქით _ ქალაქის საკრებულოს, კულტურის,

სპორტისა და

განათლების კომიტეტის გადაწყვეტილებით მემორიალი უნდა აღმართულიყო,

მაგრამ ამის იქით საქმე

არ წასულა და დღეს პასუხსაც არავინ გვცემს, რა ხდება. 1300 ხმა იყო საჭირო პეტიციის

განსახილველად და

3 500 ხელმოწერა შევიტანეთ. 25 აგვისტოს, ტრადიციულად, ოსმალთა ბატონობისგან

აჭარის გათავისუფლების

დღე აღინიშნება და ამ დიდ დღესასწაულზე ქალაქის მერიგიორგი ერმაკოვი ხალხს

მემორიალის დადგმას

დაჰპირდა. მეუფე დიმიტრიმ აკურთხა მემორიალის ადგილი და აჭარის

გათავისუფლებისთვის დაღუპული

გმირთა სულების საოხად პანაშვიდიც ჩატარდა. ეს პროექტი აკურთხეს თბილისში,

სამების ტაძარშიც, მაგრამ

შარშანდელი ივნისის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და პეტიცია არც განუხილავთ.

_ ამბობთ, რომ ამ მემორიალსთურქული პროპაგანდისსაწინააღმდეგო დატვირთვა

ექნება.ეს ხომ არ არის მიზეზი, რომხელისუფლება თურქეთისგანაწყენებას ერიდება?

_ გასაგებია, რომ ასეა, მაგრამ,როდესაც სხვა სახელმწიფოსინტერესების

სასარგებლოდ შენისახელმწიფოს

ინტერესებს არ იცავ,ამას ღალატი ჰქვია და სხვა არაფერი. დასამალი აღარაფერი მაქვს,

პირდაპირ გეტყვით: პირად საუბრებშიქალაქის ხელმძღვანელობას ხშირადუთქვამს, თუ

შეიძლება სიტყვაოსმალეთი ამოიღეთ, რადგანმეზობელ თურქეთს არ მოეწონებაო.

ამაზე, რა თქმა უნდა, არდავთანხმდით.

ამას გარდა, თვითონთურქეთი ზეიმობს 29 ოქტომბერსოსმალეთის

რეჟიმისგანგათავისუფლებას და ჩვენ

რატომვერიდებით? როგორც ერთი რიგითი მწერალი, სპეციალურად წავედი

თურქეთში და დავესწარი ამ

დღესასწაულს, მივულოცე ოსმალთაგან გათავისუფლება.

სხვათა შორის, როდესაც თურქეთის კონსულმა განაცხადა, არ არის საჭირო

ისტორიაში ქექვა, მართალია, თურქეთს არ ახსენებთ, მაგრამ თურქეთი ოსმალეთის

მემკვიდრეაო, მე ვუპასუხე,

თუ ისტორიაში ქექვა არ არის საჭირო და თუ წინაპართა ღვაწლის დაფასებასა და

უკვდავყოფას ისტორიაში

ქექვა ჰქვია, მაშინ თქვენ რატომ აღნიშნავთ თურქეთში საუკუნის წინათ მომხდარ

რევოლუციას-მეთქი?!

როგორც ჩანს, ქალაქის მერია და საკრებულო საკუთარი ინტერესებიდან

გამომდინარე იქცევა ასე.

_ საკუთარ ინტერესებში თურქულინვესტიციებს გულისხმობთ?

_ დიახ, თურქულ ინვესტიციებს ვგულისხმობ. ამიტომ გადავწყვიტეთ არჩევნებში

მონაწილეობა, ვფიქრობ, ასე მეტი ბერკეტი გვექნება საქმის კეთების, ახლა კი ჩვენი

შესაძლებლობების გამოვლენის

საშუალებასაც არ გვაძლევენ. პირველ რიგში, მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთლარად

მიწის გასხვისება,

რადგან,ვითომ ერთ

ლარად გასხვისდა მიწა,სინამდვილეში კი ვიღაცებსმილიონები აქვთ აღებული

დავვარაუდობ, რომ შესაბამისად,

უცხოელი ინვესტორის წინაშეპასუხისმგებლობაც აქვთდაკისრებული. უცხოელი

ინვესტორის განაწყენება თუ არ

უნდათ, საკუთარი ხალხის განაწყენებას რატომ არ ერიდებიან? გამოდის, რომსაქართველოს საკუთარი პრინციპებიდა ეროვნული იდეოლოგია არ აქვსდა

ყველაფერს უცხო ქვეყნის ელჩებიდა კონსულები გვკარნახობენ…

მაგრამ პრობლემა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არის. ვეჭვობ, ეს უფრო ზემოდან _საქართველოს ხელისუფლებისგანმოდის. ადგილობრივ

ხელისუფლებას არაერთხელ სურდა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ ამის უფლება

არ მისცეს. ჩაერია არამხოლოდ თურქეთის

კონსული, არამედ საქართველოს ხელისუფლებაც. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი

გავაკეთეთ _ სახალხო

შემოწირულობით შევაგროვეთ თანხა და მემორიალი უკვე შესრულებულია, მაგრამ

კვარცხლბეკისთვის

ვითხოვეთ მხოლოდ 25 ათასი ლარი და ამ თანხაზეც უარი გვითხრეს, გეებისსკულპტურაში კი ქალაქისსაკრებულომ 50 ათასი ლარიგადაიხადა.

_ ბატონო ნიაზ, როგორ ასაბუთებთ,რომ ორი გეია გამოსახული ამსკულპტურაზე.

ავტორი ამბობს, რომმსგავსი ჩანაფიქრი არ ჰქონია.

_ როგორ არ ჰქონია, გელა წულაძემ 50 ათასი ლარი აიღო და ახლა აღარ ადარდებს

ეს საკითხი. ვფიქრობ, მას ბათუმში ჩასვლის მორალური უფლებაც კი არ აქვს. ჯერ ერთი, მან თითქოს ხუმრობით,

ილიკო და ილარიონი, ყველასთვის საყვარელი ნაწარმოების გმირები შეურაცხყო.

სხვათა შორის, ეს ძალიან

სერიოზული პრობლემაა, მაგრამ უნდათ, ეს საკითხი გააუბრალოონ. თავდაპირველად ჩვენ წყნარად

მივმართეთ საკრებულოს, რომ ეს სკულპტურა, როგორც გარყვნილების პროპაგანდა, აეღოთ.

სახალხოშემოწირულობებით დამზადებულიაჭარის

გათავისუფლებისთვისთავდადებული გმირებისმემორიალის დადგმის უფლებას

არგვაძლევენ და სახელმწიფობიუჯეტიდან იმავე

ხალხის ფულსჰომოსექსუალების პროპაგანდაშიხარჯავენ?!

ეს ჩვენი ორგანიზაციის ახირება არ არის, სპეციალისტები მოვიწვიეთ _ მხატვართა

კავშირის წარმომადგენლები, მოქანდაკეები, მხატვრები, არქიტექტორები, რომლებმაც

დაწერეს დასკვნა, რომ

ორივე ფიგურა მამაკაცისაა და ეს სკულპტურა სწორედ ლგბტ პროპაგანდას ემსახურება.

შემიძლია ეს დასკვნაც წარმოგიდგინოთ.

კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა,რომ ეს სკულპტურა ნამდვილადჰომოსექსუალიზმის

პროპაგანდასემსახურება უცხოეთში დაბეჭდილისტატიაა. როდესაც ეს სკულპტურადადგეს,

ერთმა უცხოელმა

ტურისტმასურათი გადაუღო ამ რკინისკონსტრუქციას, თავის სამშობლოშიდაბრუნებულმა

კი გამოაქვეყნა დაგანაცხადა,

საქართველოშიდემოკრატია უმაღლეს მწვერვალსაღწევს, ბათუმში მამათმავლებისძეგლი

დგასო. ის იმედს

გამოთქვამს, რომ ეს ძეგლი მომავალში გეების უფლებების დაცვის სიმბოლოდ იქცევა.

გეების ძეგლს დგამენ, მაშინ,როდესაც ილია ჭავჭავაძის ძეგლითეატრის უკან გადააქვთ,

აკაკიწერეთლის ბიუსტს კი ნაგავშიაგდებენ.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთო და პროვოკაციებს არ ავყვეთ. თუნდაც ახლახან

მომხდარი ინციდენტი, როდესაც თურქმა ბიზნესმენმა ქრისტიანული ტაძრის

გალავანი დაანგრია, პროვიკაციული ქმედება იყო. ხომ შეიძლებოდა, ვიღაცას არ

მოეთმინა და ცუდი რამ მომხდარიყო? ამიტომ ძალიან ფრთხილად, გონივრულად

უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტით მოვაგვაროთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
Geworld.ge.