“როცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამა თუ იმ პერსონის მიმართ ასეთი დოზით გამოთქვამს უკმაყოფილებას, თუ თავს სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევ, ამ განწყობებს ანგარიში უნდა გაუწიო. ამგვარი განწყობა უმცირესობას რომც ჰქონდეს, თანამდებობისათვის ასე ჩაჭიდება არ მესმის. ვინც არ უნდა იყოს შენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უფრო გიღირს სტატუს-კვოს შენარჩუნება, ვიდრე გაქვს რეალური საქმეების გაკეთების სურვილი. ქალბატონ წულუკიანს მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა, როცა წულუკიანი პოლიტიკურ უთავმოყვარეობას ავლენს, მის მიმართ დამოკიდებულება აშკარად შემეცვალა”-აღნიშნავს ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე წულუკიანის მთავრობის ახალ შემადგენლობაში დარჩენასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” გაკეთებულ შეფასებაში. .
