“ბიძინა ივანიშვილს ჩვენზე არ უზრუნია, როცა გამოაცხადა ნულოვანი ბერიერი. ბლოკების აკრძალვით კი ფიქრობს, რომ დაასუსტებს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ჩადო ნაღმები, მაგრამ ეს ის ნაღმები არ არის, რომელსაც ვერ შემოუვლი და ჩვენ მისავე ჩადებულ ნაღმებზე ავაფეთქებთ,” – ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავთი ბერძენიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებებს.
დავით ბერძენიშვილი: “უახლოეს ხანებში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, დიდი ალბათობით ორივე პროექტი განიხილება, რომელშიც მონაწილოებას მიიღებს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. რაც შეეხება ბლოკებს და ბარიერზე მსჯელობას, კარგია თუ პოზიციები დაახლოებული იქნება. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ. ჰოლანდიის ვარიანტი ძალიან კარგია, სადაც პარლამენტში 150 კაცს ირჩევენ, არის ბუნებრივი ბარიერი, წარმოდგენილია 15 პარტია. სულ ასე იყო. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების დაბარებას გამოკითხვაზე, უგულავამ თქვა სამი დღით მივდივარ, ან მანამდე დამკითხეთ, ან როცა დავბრუნდებიო. ოქრუაშვილი ამბობს, რომ 19 ივნისს დაბრუნდება. მაგრამ ეს არ არის არსებითი, არსებითი არის ის, რომ ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი არის უუნარო. რისი დამჭერები არიან ეგენი, ან ვისი სახელმწიფო გადატრიალების ამკიდებელები. ორი კვირის შემდეგ რომ შეთითხნეს საქმე სახელმწიფო გადატრიალებაზე.
ერთი, მხოლოდ გახარიას ვერ შეელიენ, ეტყობა მარტო ბიძინა არ არის გახარიას უფროსი. ყველაფერი გამიოიძიონ, მომიტინგეების გადამეტებული ძალაც და პოლიციელებისაც, 6-7 საათის განმავლობაში ქუჩაში რომ დასდევდნენ პროტესტანტებს. დღეს ჩვენ, რესპუბლიკური პარტია, ისეთივე მართლები ვართ, როგორც მაშინ 2007 წელს, პროტესტანტები რომ ვიყავით და გვარბევდნენ. ვერცერთი ხელისუფლება ვერ მოერევა სამართლიან პროტესტს,” – განაცხადა “რეზონანსთან” დავით ბერძენიშვილმა.
ავტორი: გურიის მოამბე