მინისტრო, თქვენი დღის წესრიგი საქართველოსთვის ხელის შეშლაა – კარპენტერის პასუხი ლავროვს

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ტასმა” გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“გვაშინებს, რომ ამერიკელი კოლეგები ცდილობენ ყველა შესაძლებელი გზით აღუდგნენ წინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა” – უთხრა ლავროვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს.

მანვე, ხაზი გაუსვა, რომ თბილისში განვითარებულ მოვლენებამდე, რომელსაც “დადგმული პროვოკაციები” უწოდა, რამდენიმე დღით ადრე “საქართველოს სტუმრობდა ბაიდენის ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც ღიად მოუწოდებდა საქართველოს რუსეთთან კავშირები არ გაეღრმავებინა”.

ლავროვი მაიკლ კარპენტერის ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა, რომელიც რადიო თავისუფლებამაც გამოაქვეყნა.

“საქართველოში 3 დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით” (FSB) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, შეიძლება, ერთ დილას გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100%-ია ოკუპირებული” – დაწერა აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დაახლოებულმა პირმა, თავდაცვისა და თეთრი სახლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკლ კარპენტერმა 18 ივნისს.

ლავროვის 25 ივნისს განცხადებებს კარპენტერმა ისევ ტვიტერით უპასუხა:

Michael Carpenter

@mikercarpenter

1. Dear Foreign Minister Lavrov, thanks so much for noting of my recent visit to #Georgia. I certainly don’t oppose amicable relations between neighbors, but when your country occupies 20% of Georgian territory, is that really amicable? <cont’d> https://tass.com/world/1065468 

206

Twitter Ads info and privacy

US seeks to stonewall Russia and Georgia from normalizing their ties, says Lavrov

Massive protests have gripped Tbilisi and injured 240 people, 300 protesters were detained

tass.com

93 people are talking about this
მაიკლ კარპენტერმა სერგეი ლავროვის საპასუხოდ დაწერა:

1. ძვირფასო საგარეო საქმეთა მინისტრო, დიდი მადლობა, რომ შეამჩნიეთ ჩემი ვიზიტი საქართველოში. მე, ცხადია, არ ვეწინააღმდეგები მეზობლებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, მაგრამ თქვენს ქვეყანას საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ეს მეგობრული დამოკიდებულებაა?

2. შემჩნეული მაქვს, რომ თქვენი ქვეყანა საოკუპაციო ხაზს უფრო და უფრო წევს ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და ხელს უშლის იქ მცხოვრები ქართველების ნორმალურ ცხოვრებას. ასე ახდენთ ურთიერთობების ნორმალიზებას? (იგივეს ცდილობთ უკრაინაშიც)

3. ასევე, თებერვალში წავიკითხე თქვენი მოადგილის ულტიმატუმი: ან ევრო-ატლანტიკული ინტეგრაცია ან ელოდეთ “უსიამოვნო სიურპრიზებსო”. ეს არის სტანდარტული დიპლომატიური ენა ვითარების ნორმალიზებისთვის?

4. თუ შეიძლება ისიც ამიხსენით, თქვენი გადაწყვეტილება ტურიზმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მეგობრობის გამო ხდება? თუ საქართველოზე ზეწოლაა, ბატონი კარასინის ულტიმატუმის შესასრულებლად?

5. ძვირფასო მინისტრო, ეჭვი მაქვს, თქვენი ურთიერთობების ნორმალიზების დღის წესრიგი, რეალურად საქართველოსთვის ხელის შეშლაა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მეჩვენება, რომ ამჯობინებდით ეს თქვენს “ინტერესთა სფეროში” დარჩეს. მითხარით, თუ ვცდები – წერს ბაიდენის ფონდის ხელმძღვანელი, მაიკლ კარპენტერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები ფეისბუქიდან