საქართველოდან გერმანიამდე
10 ქვეყნის გავლით
4000 კილომეტრი გორგოლაჭებით ე.წ. „როლიკებით“
მარტინ ფლუხი ქ. ბათუმში, სკოლაში „ევრო 2000″, 2013 წლის თებერვლიდან, გერმანული ენის პედაგოგად მუშაობს. მისი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში მთავრდება.
მარტინს სურს, თავის საცხოვრებელ ადგილზე – ეპელჰაიმ/ჰაიდელბერგში – გორგოლაჭებით, ე.წ „როლიკებით“ დაბრუნდეს და ეს შეძლოს მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში, თურქეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სერბეთის, უნგრეთის, ხორვატიის, სლოვენიის და ავსტრიის გავლით. ეს იქნება ნელი მიახლოება გერმანიასთან და ნელი განშორება საქართველოსთან და, ამავე დროს, გერმანელ და ქართველ ხალხს შორის დამაკავშირებელი მსვლელობა, ოფიციალურად გამოცხადებული ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის აღსანიშნავად.
ამბიციურ სპორტსმენს სურს, სპორტში წინა სოციალური პროექტების გამოცდილებებიდან გამომდინარე, მოაწყოს ნავის ტური – მდ. დუნაის მთლიან მანძილზე, წყაროდან მდინარის შესართავამდე (2811 კმ), ხოლო შემდეგ – მსვლელობა 885 კმ სიგრძის მანძილზე, გადალახოს ორი მთის უღელტეხილი, რომლის სიმაღლეც 3000 მეტრზე მეტია და ეს მანძილი, ყირგიზეთის გავლით, 11 დღეში დაფაროს.
მსვლელობის ხარჯები აჭარიდან, გოდერძის უღელტეხილიდან (2025მ) ჰაიდელბერგის ყველაზე მაღალ მთამდე – „კიონიგსშტულამდე“ (567მ) ანაზღაურებული იქნება სპონსორების მიერ.
მსვლელობა, თავისი არსით, საქველმოქმედო პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სოლიდარული ფონდის დახმარება,რომელიც კოორდინირებულია გერმანიაში, ფრაიბურგის უნივერსიტეტის სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა კლინიკის მიერ. უკვე, რამოდენიმე წელია, რაც ზემოთაღნიშნული დაწესებულებები ბავშვთა და მოზარდთა სიმსივნის მკურნალობისთვის თანამშრომლობენ.
სპონსორების მიერ გაღებული თანხის 25 % და, ასევე, ყველა შემოწირულობა თუ დამატებითი შემოსავალი, უშუალოდ გადაეცემა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდს საქართველოში.
იმ შემთხვევაში, თუ მარტინ ფლუხი იმაზე ადრე ჩავა ჰაიდელბერგში, ვიდრე ეს წინასწარაა განსაზღვრული, სპონსორის მიერ გამოყოფილი დღიური თანხა, რომელიც ზედმეტი დარჩება, სრულად გადაეცემა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდს.
ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მეტი სპონსორი თუ კერძო ქველმოქმედი გამოუჩნდება პროექტს, მით მეტი თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს.
საქველმოქმედო მსვლელობის მედიაპარტნიორი და ორგანიზატორი გახლავთ გაზეთი „კავკასიური პოსტი“, რომელიც წარმოადგენს ყოველთვიურ სამხრეთკავკასიურ გერმანულენოვან გაზეთს. გაზეთი მუშაობს უანგაროდ და მსვლელობის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს მსვლელობის დეტალურ ანგარიშს.
მთელი მსვლელობის განმავლობაში, რომელიც დაიწყება 2018 წლის 18 ივნისს, ქ. ბათუმში, გაზეთი „კავკასიური ფოსტა“ განათავსებს სტატიებს შემდეგ ვებგვერდზე: www.vomkaukasuszumkoenigstuhl.de
მარშუტი:
საქართველი, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ხორვატია, სლოვენია, ავსტრია, გერმანია…
ავტორი: Kaukasische Post (კავკასიური ფოსტა)