„ელჩებს რომ გავუგზავნი ჩანაწერს,სუსიდან სასამართლოს ტელეფონით მოგვარებაზე,საინტერესოა რას იტყვიან მერე !“- ელისო კილაძე

ელისო კილაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს:

„სოსო გოგაშვილის და კახა მიქაიას სატელეფონო ჩანაწერში არის ერთი ფრაზა-სასამართლო რომ გაგაჩერებინე ?შენ რომ ტელეფონით მოაგვარე სასამართლოს ამბავი ?!
აი,გამოძიების დაწყების საფუძველი -ვისი პროცესის საქმე მოაგვარა სოსო გოგაშვილმა ტელეფონით ?!
სად ვცხოვრობთ 🧐
ნაცების დედის მოტყ …ზე რომ ლაპარაკობს “დეპოლიტიზირებული” სუსის უფროსის მოადგილე-ეს ცალკე სკანდალი.
გამარჯობა,სოსო !“

„ეს უ-სერიოზულესი სკანდალია ! სუსი ტელეფონით აგვარებს სასამართლოში საქმეს !“

„გამარჯობა ,სოსო !
დიახ,შენი და კახა მიქაიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მე მაქვს !
და კიდევ ერთხელ გეუბნები-მე შენი არ მეშინია !
არ მეშინოდა მაშინ,როცა მიწაზე დაგდებულ,ბორკილებდადებულ ჩემს შვილს “ფოტოგრაფმა” ჩამდებმა არჩილ ოქრუაშვილმა ფოტო გადაუღო და გამოგიგზავნა !
სულ მალე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიგებს რომ შენ ხორცმეტი ხარ !
კატეგორიულად გაფრთხილებ-თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს !
სუსის უფროსის მოადგილეს რომ ჩაგწერენ და მერე იმ ჩანაწერს მე მოვიპოვებ-შენი ჩეკისტობისა რა ვთქვი🧐
კოპლებიან ძაღლებს მიხედე !!!!
სიმართლე სინათლეა !
მოკითხვა შენს პიარშიკებს და აგენტურას !
p.s.ეს ჩანაწერი უჩა მამაცაშვილსაც ჰქონდა და მაინტერესებს,ბიძინა ივანიშვილს აჩვენა თუ დაუმალა ?!