თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ერთი წელია უგონო მდგომარეობაშია. 2017 წლის 21 ივლისს, გვიან ღამით ის მძიმე ავარიაში მოჰყვა.
ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – “ოპელის”, “მერსედესისა” და “ჰონდას” მარკის მანქანები შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც “ოპელის” მარკის ავტომობილს მართავდა. ავარიის შემდეგ ზოდელავა “ნიუ ჰოსპიტალში” მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას ტრეპანაცია (თავის ქალის გაკვეთის ოპერაცია) ჩაუტარდა.
დედაქალაქის ყოფილი მერი უმძიმესი ავარიის შემდეგ ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ზოდელავს ბავშვობის მეგობარი თემო ქურხული ესაუბრა:
“22 ივლისს გახდება ერთი წელი რაც ვანო ზოდელავა ავარიაში მოხვდა და უგონო მდგომარეობაშია. 8 თვე აპარატზე იყო შეერთებული, ახლა ავლაბარში წევს ერთ-ერთ კლინიკაში და ორ თვეში