გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი, პუბლიცისტი, ლიტერეტურის კრიტიკოსი, თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა.
თამაზ წივწივაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970წელს. 1975 წლიდან
იყო ჟურნალ “ცისკრის” დამატების – “ნობათის” რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალისპროზის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან ალმანახ – “საუნჯის” კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილებისგამგე; 1982 წლიდან გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორია; 1997 წლიდან -საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითიკავშირი – 2001 წლიდან); 1969 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; კონიუნქტურული,მხატვრულად მდარე ლიტერატური სადმი შეურიგებელმა, იუმორითა და სარკაზმითაც გამძაფრებულმა წერილებმამას თავიდანვე მკითხველის
აღიარება მოუტანა; მისი წერილები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურული პრესისფურცლებზე; მან
პოლიტიკურ სატირას დიდი მნიშვნელობა შესძინა; იგი თანამედროვე ქართულ მწერლობაში ამჟანრის
გამორჩეული წარმომადგენელია. მისი კრიტიკული წერილების კრებულებიდან აღსანიშნავია
“მართალსვიტყვი…” (1980), “ფრთხილად, წინ მკითხველია” (1986), “ლოზუნგების ქვეყანა” (1991), “ერთ საშუალებასკიდევ ვცდი” (1991).
ბატონი თამაზ წივწივაძე ბოლო დროს მძიმე სენს ებრძოდა. მედია სააგენტო TVM NEWS იზიარებს წივწივაძის ოჯახის, მეგობრებისა და ნათესავების მწუხარებას.